სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მაიდნის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა მრავალფეროვანი აქტივობებით დაიწყეს
19-10-2022
-
+


აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაიდნის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში დიდი სიხარულით შეაბიჯეს.

მასწავლებელმა, ნინო მიქაძემ პირველკლასელებს ლამაზი და საინტერესო რესურსებით აღჭურვილი სასწავლო გარემო დაახვედრა. ბავშვები სიხარულსა და აღფრთოვანებას ვერ ფარავდნენ, შეასრულეს სახალისო და საინტერესო აქტივობები, გაეცნენ პირველ ასო-ბგერებს - „ა“ და „ი“; ასევე დედაენისა და იაკობ გოგებაშვილის შესახებ წარმოთქვეს ლექსები, ამოიცნეს ყუთში მიმალული ყვავილი ია. 

მრავალფეროვანი აქტივობების ფარგლებში მოსწავლეებმა ასოები გამოძერწეს, გააფერადეს და ოსპით დაწერეს. კედელზე გაკრულ საკუთარ სახელებში - „ი“ და „ა“ ასოები ამოიცნეს. 

ბოლოს ბავშვებმა მეთორმეტეკლასელებთან ერთად სკოლის ეზოში ქვიშაზე პირველი წინადადება - „აი ია“ დაწერეს.  

„ეს დღე ორმაგად ბედნიერი იყო არამარტო პირველკლასელებისთვის, არამედ მეთორმეტეკლასელებისთვისაც, რადგან ისინი ხომ იმავე კლასში, იმავე მასწავლებლის დახმარებით გაეცნენ დედაენას. ამოუტივტივდათ მოგონებები, რომლებიც გადმოსცეს ბარათზე და საჩუქრად დაუტოვეს პირველ მასწავლებელს, ის კი ამ მოგონებებს წაუკითხავს მეთორმეტეკლასელებს ბოლო ზარზე“, - ამბობენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ მასწავლებელმა და მოსწავლეებმა ანბანის სწავლის დაწყება ნამდვილ დღესასწაულად აქციეს.  

იხილეთ ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება