სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე მარიამ ყოჩიაშვილმა ესეების კონკურსში გაიმარჯვა 
19-10-2022
-
+


დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის მე-10ა კლასის მოსწავლეები მარიამ ყოჩიაშვილი, ლიზი ზურაშვილი და თიკა პოპიაშვილი ესსების კონკურსში მონაწილეობდნენ. 

კონკურსი - „ტყის მდგრადი მართვა ჩემ გარშემო“ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა გამოაცხადა. მასში მოსწავლეები გეოგრაფიის მასწავლებლის მაია ლაპიაშვილის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ.

აღსანიშნავია, რომ ესეების კონკურსში საქართველოს მასშტაბით 105 მოსწავლე მონაწილეობდა, ფინალში 10 მონაწილე გადავიდა, ხოლო 3 საპრიზო ადგილიდან პირველი ადგილი დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ყოჩიაშვილმა დაიკავა. მას სიგელთან ერთად, უამრავი სამახსოვრო საჩუქარი გადაეცა. 

მარიამ ყოჩიაშვილმა ნაშრომში პირადი გამოცდილებისა და მუნიციპალიტეტში არიდული ნათელი და ჭალის ტყეების შესახებ არსებული მდგომარეობა გადმოსცა. ასევე, ისაუბრა ეკოკლუბ „კამბისენეს“ საქმიანობების შესახებ და ჟიურის უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

კონკურსი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO.Georgia“ პროექტის ფარგლებში განხორციელდა და მიზნად ისახავდა მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას ტყის მდგრადი მართვის, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება