| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბოლო პერიოდში, საგანმანათლებლო სექტორში ხშირად შეხვდებით მოსაზრებას, რომ სწავლება მოსწავლეზე ორიენტირებული უნდა იყოს. პედაგოგებს ტრენინგებზეც არაერთხელ უმეორებენ, რომ თანამედროვეობაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლებას.
რას ნიშნავს მასწავლებელზე ორიენტირებული და მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება? პედაგოგები ხომ სწავლების ორივე შემთხვევაში ისედაც მოსწავლეების განათლებისთვის მუშაობენ?! რა განსხვავებაა მათ შორის?
მასწავლებელზე ორიენტირებული სწავლება - სწავლებისადმი კარგად ნაცნობი მიდგომაა, სადაც მასწავლებელი განსაზღვრავს სასწავლი მასალის შინაარსსა და გეგმას, აფასებს მოსწავლის მიღწევებს. აღნიშნული მეთოდი, სწავლაზე მთელ პასუხისმგებლობას მასწავლებელს აკისრებს და საკლასო ოთახში „მთავარი როლის“ შემსრულებელიც პედაგოგია. უნდა აღინიშნოს, რომ სწავლების ამ მეთოდით თაობები აღიზარდა.
მოსწავლეზე ორიენტირებული კი არის მიდგომა, რომელიც მოსწავლის საჭიროებაზე შესაძლებლობაზე, ინტერესებზე და სწავლის სტილზე ფოკუსირდება. მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლის დროს, მოსწავლე აქტიურია სწავლის პროცესში, იგი პასუხისმგებელია საკუთარ სწავლაზე და თავად აკეთებს არჩევანს, თუ რა ისწავლოს, როგორ ისწავლოს და რა მიზნით. ამ შემთხვევაში მასწავლებელი განიხილება როგორც სწავლის პროცესის მიმართულების მიმცემი.
სწავლების ამ ორ მიდგომას შორის ძირითადი განსხვავება ისაა, რომ მასწავლებელზე ორიენტირებული სწავლების დროს პედაგოგს აქვს ლიდერის აქტიური როლი, ხოლო მოსწავლეს კი - პასიური, მიმღების როლი. მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლის შემთხვევაში კი მოსწავლე არის აქტიური სწავლის პროცესში, ხოლო მასწავლებელი გეზის მიმცემი. დღესდღეობით ლექციური ტიპის სწავლება, როცა ძირითადად მასწავლებელი საუბრობს, აქტუალური აღარაა. თანამედროვე გარემოში უპირატესობა ენიჭება სწავლების ისეთ მიდგომას, როდესაც მოსწავლე საკუთარ შესაძლებლობებს მაქსიმალურად წარმოაჩენს.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მოსწავლეთა პედაგოგი გახლავთ ნანა ცქვიტარია, გუნდის კაპიტანი კი - ქეთინო მელიქიშვილი
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ