სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„პირველივე პედსაბჭოზე ყველა სიახლე განვიხილეთ“ - დირექტორები სამინისტროს ინიციატივებს აფასებენ
20-09-2022
-
+


2022-2023 სასწავლო წლის დაწყებას საქართველოს სკოლები მნიშვნელოვანი სიახლეებით შეხვდნენ. წელს რამდენიმე ახალი ინიციატივა ხორციელდება. მათ შორისაა, პირველკლასელებისთვის ჭადრაკის სავალდებულო სწავლება. დამოუკიდებელ საგნად შეისწავლება „საქართველოს ისტორია“, მას საშუალო საფეხურის მოსწავლეები უძველესი დროიდან დღემდე უწყვეტად, სიღრმისეულად ისწავლიან. გარდა ამისა, ყველა სკოლის II-VI კლასების მოსწავლეებისთვის კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება სავალდებულო ხდება და დაწყებითი კლასებიდანვე შეისწავლება პროგრამირების ელემენტები. ასევე, წელს ზოგიერთ საჯარო სკოლაში ახალი საგანმანათლებლო პროექტის „სამხედრო საქმის“ პილოტირება იწყება და სხვა.

საინტერესოა, თუ რომელ სიახლეს მიიჩნევენ ყველაზე მნიშვნელოვნად საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორები. ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად etaloni.ge მათ დაუკავშირდა.

ნელი სულხანიშვილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბორბალოს საჯარო სკოლის დირექტორი:

ახალ სასწავლო წელს შემოთავაზებულ სიახლეებს მივესალმები. განსაკუთრებით გამოვყოფდი პირველ კლასში ჭადრაკის სავალდებულო სწავლებას. ვფიქრობ, რომ ეს საგანი აქამდეც სავალდებულო უნდა ყოფილიყო. ჩემი აზრით, პატარებისთვის ეს დისციპლინა საინტერესო და ბევრისმომცემი იქნება.

მერაბ ძაძამია, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლეწურწუმეს თემის საჯარო სკოლის დირექტორი:

ახალი სასწავლო წლიდან შემოთავაზებული სიახლეებიდან, მე პირადად, საქართველოს ისტორიის სიღრმისეულ სწავლებასა და ჭადრაკს გამოვყოფდი. მიმაჩნია, რომ ეს მოსწავლეებისთვის საინტერესო იქნება. ჭადრაკი ბავშვების კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას ხელს შეუწყობს. პირველკლასელებმა სწავლა უკვე დაიწყეს, ამ საგანთან დაკავშირებით კი მოსწავლეებს კარგი მოლოდინები აქვთ. საქართველოს ისტორია კი ყველამ სიღრმისეულად უნდა ისწავლოს, რადგან შენი ქვეყნის ისტორიის ცოდნა აუცილებელია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ცალკე საგნად გამოიყო.

ნანა ჯანელიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჯოს საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ:

ჩვენი სკოლა წელს ახალი სკოლის მოდელში ერთვება, ამიტომ ჩვენთვის გამორჩეული წელია. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა. მასწავლებლებიც განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ. რაც შეეხება სხვა სიახლეებს, კომპიუტერული ტექნოლოგიები რომ სავალდებულო გახდა, ამას მივესალმებით, რადგან თანამედროვე სამყაროში აუცილებელია, რომ ადამიანი აღნიშნულ უნარებს კარგად ფლობდეს. მართალია, წიგნს ვერაფერი შეცვლის, მაგრამ 21-ე საუკუნეში კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლა აუცილებელი გახდა.

აიკანუშ გალუსტიანი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამშვილდის საჯარო სკოლის დირექტორი:

სიახლეებიდან განსაკუთრებით გამოვყოფდი პირველ კლასში ჭადრაკის საათის დამატებას. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან კარგი ინიციატივაა, მოსწავლეები დაინტერესებულები არიან. ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ მე-2 -მე-4 კლასის მოსწავლეები კომპიუტერულ ტექნოლოგიებს სავალდებულოდ სწავლობენ. ეს, რაც მთავარია, ბავშვებს ძალიან აინტერესებთ. უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ სასწავლო წელი წარმატებითა და შემართებით დავიწყეთ.

თეიმურაზ ჭაბუკიანი, წმიდა ნინოს სახელობის ქალაქ ქუთაისის N3 საჯარო სკოლის დირექტორი:

სკოლაში გამართულ პირველსავე პედაგოგიურ საბჭოზე, სადაც სასკოლო-სასწავლო გეგმა დამტკიცდა, ეს სიახლეები დეტალურად განვიხილეთ. ეს ყველაფერი სასკოლო საზოგადოებამ კარგად მიიღო და ვფიქრობთ, რომ ეს მოსწავლეთა სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ჩვენ ყველა შემოთავაზებულ სიახლეს მივესალმებით.

ირინა ქურციკიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟოშხის საჯარო სკოლის დირექტორი:

აუცილებელია, რომ ბავშვებმა საქართველოს ისტორია კარგად იცოდნენ, შესაბამისად, აღნიშნულ სიახლეს მივესალმები. ჩვენი ქვეყნის ისტორია სიღრმისეულად უნდა ვიცოდეთ. ჭადრაკიც ძალიან კარგია ადამიანის გონების განვითარებისთვის. ამიტომ მომეწონა, რომ ეს საგანი სავალდებულო გახდა. შეიძლება მოსწავლეებს ათვისება თავიდან ოდნავ გაუჭირდეთ, მაგრამ ძალიან კარგი სპორტია და პირველკლასელებისთვის დაძლევადია. ყველა ბავშვმა შეიძლება ვერ აითვისოს, მაგრამ ვინც აითვისებს მათთვის ძალიან კარგი იქნება.

დავით მიქელაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანჩხალოს საჯარო სკოლის დირექტორი:

ძალიან კარგი სიახლეა, რომ საგანი ისტორია ორ ნაწილად გაიყო და საქართველოს ისტორია ცალკე ისწავლება. ასევე, გამოვყოფდი პირველ კლასში ჭადრაკის სავალდებულო სწავლებას. ეს სიახლე მოსწავლეებისთვის ძალიან კარგია. სწავლა უკვე დაიწყეს და ვნახავთ, როგორი შედეგი ექნება. ზოგადად, ყველა სიახლეს მივესალმებით და მიგვაჩნია, რომ ახალი ინიციატივები ძალიან კარგია.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება