სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თელავის N5 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საზეიმო მიღებით დაიწყო
20-09-2022
-
+


15 სექტემბერს, სასწავლო პროცესი გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე განახლდა. წელს, საქართველოს სკოლებში მოსწავლეები დიდი ზარ-ზეიმით მიიღეს, გამონაკლისი არც თელავის N5 საჯარო სკოლა ყოფილა. სკოლის კედლები მოსწავლეთა ჟრიამულმა გააყრუა, რომელთაც ცოდნის ტაძარში დიდი შემართებითა და ენთუზიაზმით შეაბიჯეს.

თელავის N5 საჯარო სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება მიულოცეს და ბედნიერი და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვეს. პირველკლასელებს საზეიმოდ გადაეცათ, კუთვნილი სახელმძღვანელოები და კომპიუტერები. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით აღიმართა სახელმწიფო დროშა. სკოლის პედაგოგებმა განსაკუთრებით იზრუნეს პირველკლასელთა ამაღლებულ განწყობასა და მოტივაციაზე და საზეიმოდ მორთული სკოლა და საკლასო ოთახები დაახვედრეს. 

სკოლის დირექცია სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის განახლებას კიდევ ერთხელ ულოცავს. 

„ჩვენო ძვირფასო კოლეგებო და მოსწავლეებო გილოცავთ სწავლის დაწყებას! გისურვებთ, წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს“,- ვკითხულობთ მისალცო წერილში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება