სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დაე, აჭიკჭიკდნენ ჩემი მოსწავლეები კიდევ ერთ ევროპულ ენაზე!“- ალპანის საჯარო სკოლას ნიჭიერი პედაგოგი ნინო მანაგაძე შეემატა
20-09-2022
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი განსაკუთრებულად დაიწყო. სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგიურ კოლექტივს ფრანგული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი ნინო მანაგაძე შეემატა.

ახალი და ნიჭიერი პედაგოგის სკოლაში შესვლა სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრისთვის მეტად სასიხარულოა. 

დირექტორმა, მაია ჩაჩხიანმა მასწავლებელს ნინო მანაგაძეს პედაგოგიური მოღვაწეობის ალპანის საჯარო სკოლაში დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. დირექტორმა მაია ჩაჩხიანმა, ახალბედა მასწავლებლისადმი კეთილი სურვილები არ დაიშურა და უსურვა, რომ საკუთარი შესაძლებლობების მუდამ სჯეროდეს.

„რამდენი ენაც იცი, იმდენი ადამიანი ხარ!“, - ჰოდა, ჩვენი სკოლის თითოეული მოსწავლე კიდევ ერთი ახალი „ადამიანი“ გახდება!

მახარებს ალპანის საჯარო სკოლის პედაგოგიურ კოლექტივს უნიჭიერესი ახალბედა კოლეგა ნინო მანაგაძე, ფრანგული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი შეემატა! დაე, აჭიკჭიკდნენ ჩემი მოსწავლეები კიდევ ერთ ევროპულ ენაზე! რა სჯობს ამას?!

გილოცავ ნინო! წარმატებისა და წინსვლის იყო შენი პირველი ნაბიჯი პედაგოგიური მოღვაწეობის სამყაროში! იცოდე, გჯეროდეს, გწამდეს საოცრად საინტერესოა და უმნიშვნელოვანესი ეს სამყარო სიყვარულით სავსეა! სითბოთი სავსე! მიზანი კი - დიადი! საიდუმლო ამ სამყაროში წარმატებული მოგზაურობისა არის ბავშვების უსაზღვრო სიყვარული.

რჩევისათვის დავესესხები ციტატებს და გამონათქვამებს მასწავლებლებისგან და მოუსმინე მათ გულის ნადებს:

„როცა მასწავლებელი ხდები, შენი მოსწავლეები გასწავლიან“ - ოსკარ ჰამერშტეინ II;

„კარგ მასწავლებელს შეუძლია გააჩინოს იმედი, აღძრას ფანტაზია და გააჩინოს სწავლის სიყვარული“ - ბრედ ჰენრი;

„კაცს ვერაფერს ვერ ასწავლი, მხოლოდ შეგიძლია დაეხმარო საკუთარ თავში ამის პოვნაში“ - გალილეო გალილეი;

„რაც ჩვენ გვინდა არის ის, რომ დავინახოთ ბავშვი ცოდნის ძიებაში და არა ცოდნა ბავშვის ძიებაში“ - ჯორჯ ბერნარდ შოუ;

„მასწავლებელს უნდა ჰქონდეს მაქსიმალური ავტორიტეტი და მინიმალური ძალა“- თომას სასი;

„როგორც მინიმუმ, ოთხ საიდუმლოს მაინც უნდა ფლობდეს მასწავლებელი: უსაზღვროდ უყვარდეს ბავშვები; უსაზღვროდ უყვარდეს საგანი, რომელსაც ასწავლის; ჰქონდეს უნარი - ეს სიყვარული სხვასაც შეაყვაროს, როგორც სენი უკურნებელი; იყოს უაღრესად თანამედროვე, ჰქონდეს ცოდვა - მადლის ანუ სამართლის გაჩენისა და მოთმინების დიდი უნარი. სხვაგვარად ყველა მცდელობა იმისა, რომ იყო მოძღვარი, ფუჭია, ყალბი და უშედეგო. „სიტყვა წარმოთქმული მასწავლებელთა ყრილობაზე" - ნოდარ დუმბაძე“, - ვკითხულობთ დირექტორის, მაია ჩაჩხიანის წერილში.

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„ახლა რომ ჩაყარო ორჯერ მეტი ფული განათლებაში, ეს იქნება მთლიანად გადაყრილი...“

„გაიზარდა საშუალო ხელფასი... 2020 წლიდან ანაზღაურება გაორმაგებულია“

აპლიკანტებმა საბოლოო არჩევანი 9 ივნისის ჩათვლით უნდა დაადასტურონ - დეტალური ინფორმაცია ცნობილია

ანაზღაურება 2880 ლარია - ახალი კადრების მისაღებად ვაკანსია მანდატურის სამსახურმა გამოაცხადა

სასწავლო გეგმა, ინტერვენციების დაგეგმვა... - პედაგოგებისთვის მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

გოგონებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა ანი ჯაჯანიძემ, რომელმაც ყველაზე მეტი ქულა დააგროვა

 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება