| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტში, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ბიუჯეტში შესულ კორექტირებებზე ისაუბრა. თუმცა დეპუტატმა ვლადიმერ კახაძემ ყურადღება გაამახვილა პედაგოგთა დეკრეტული შვებულების ანაზღაურებაზე და განაცხადა:
„მასწავლებლების ღირსების აღდგენის საქმეა სადეკრეტო მხარდაჭერის გაზრდა... ახლა მუშავდება ბოლო ციფრები და საქართველოს მთავრობა უპრეცედენტო ნაბიჯს გადადგამს, ყველა მასწავლებელს ექნება თითქმის ხელფასის ოდენობით სადეკრეტო უზრუნველყოფა“.
კაკაურიძემ კი განმარტა, რომ საბოლოო რედაქციას განათლების სამინისტრო გააჟღერებს: „საბოლოო რედაქცია, სჯობს, სამინისტომ გააჟღეროს; ერთს ვიტყვი, რომ მასწავლებლები ჩვეულებრივ მიიღებენ დეკრეტულ ანაზღაურებას, როგორც საჯარო სექტორში დასაქმებულები“.
იხილეთ ასევე:
მასწავლებლებს პენსია 65 ლარით გაეზრდებათ - მინისტრის მოადგილე
კომპეტენცია დაგიდასტურდებათ საგნის გამოცდის გარეშე - ცვლილება, ზოგადი განათლების კანონში შედის
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა