| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედის საჯარო სკოლის ექვსი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა. კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ ფაკულტეტზე ჩაირიცხნენ. მათ შორის თამარ ახალაურმა და თამარ ხარხელაურმა 50%-იანი სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვეს.
სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ და წარმატებულ სტუდენტურ წლებს უსურვებენ.
„ჩვენი სკოლის ცხრა კურსდამთავრებულიდან ექვსმა წარმატებით ჩააბარა ეროვნული გამოცდები და სტუდენტის სტატუსი მოიპოვა! ვულოცავთ თამარ ახალაურსა და თამარ ხარხელაურს, გიორგი წიკლაურსა და გიორგი ბაინდურაშვილს, ნიკოლოზ ნათელაშვილსა და საბა ქისტაურს ვუსურვებთ წარმატებულ და შინაარსიან სტუდენტურ წლებს!“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა