სიახლეები
სკოლები

„უზომოდ მადლიერი ვარ სკოლის, რომ მომზადებული შევხვდი აბიტურიენტობას“- თბილისის N108 სკოლის კურსდამთავრებული მადლობის წერილს ავრცელებს
07-09-2022
-
+


თბილისის N108 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, მარიამ მინასიანმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა. აბიტურიენტის წარმატება კი სკოლისა და იმ პედაგოგების დამსახურებაა, რომლებმაც კურსდამთავრებულს 12 წლის მანძილზე სათანადო ცოდნა მისცეს.

მარიამი მომავალ აბიტურიენტებს საჭირო რჩევებს აძლევს და ასევე, ამაგდარ პედაგოგებს გაწეული შრომისთვის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული წერილით მადლობას უხდის. კურსდამთავრებულს დირექტორის, მაია მღვდელაძის ამაგიც არ დავიწყებია, რომლის დამსახურებითაც სკოლაში ხარისხიანი სწავლისთვის ყველა პირობა არის შექმნილი.


„მოსწავლეებო, მომავალო აბიტურიენტებო მიიღეთ რჩევა აწ უკვე სტუდენტისგან. არაფერი მისწავლია ამ 1 წელში ისეთი, რასაც მთელი 12 წელი სკოლაში არ მასწავლიდნენ. ეს იყო გამეორების და უფრო მეტად მობილიზების წელი. ძალიან მარტივი იყო, როცა ვიცოდი მასწავლებელი რაზე მესაუბრებოდა და რას მიხსნიდა. მეცადინეობაც ბევრად მარტივი, სახალისო და ნაყოფიერი იყო. სკოლა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ აბიტურიენტობას მომზადებულები შევხვდეთ.

გამოცდებზე თქვენი წარუმატებლობის ერთადერთი მიზეზი არის (იქნება) ის, რომ მთელი 11 წელი არ აკეთებდით იმას, რაც საჭირო იყო.

უზომოდ მადლიერი ვარ თბილისის N108 საჯარო სკოლის, რომ მომზადებული შემახვედრეთ აბიტურიენტობას. თქვენი შრომა ფასდაუდებელია. ყველა მასწავლებელი, ადმინისტრაცია და დირექცია ჩართულია მოსწავლეების აღზრდა-განათლებაში.

P.s მართალია მათემატიკის გამოცდა არ ჩამიბარებია, თუმცა აქვე უდიდესი მადლობა ჩემი მათემატიკის პედაგოგს, ეკა ტუღუშს, რომელმაც ასეთი უნარები გამომიმუშავა. მათემატიკა მხოლოდ ციფრები არაა, ეს არის უნარების გამომუშავება, აზროვნება,გამოსავლის მოძებნა და ა.შ

როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, მათემატიკა ძალიან გამომადგა ეროვნულებზე.

მაია მღვდელაძე არა მხოლოდ სკოლის დირექტორი, არამედ არაჩვეულებრივი ქართულის მასწავლებელიც გახლავთ, რომელიც მთელ გულსა და სულს დებს აღსაზრდელების მომავალის შენებაში. ის არის მეორე დედა, რომლისთვისაც ყველაფერზე მაღლა დგას შვილების მომავალი.

აქვე დიდი მადლობა ჩემს დამრიგებლებს იმისათვის,რომ არ მომცეს უფლება დანებების და მასწავლეს ბრძოლა დასახული მიზნისთვის - ხათუნა ფიცხელაური და მაიკო თაბუაშვილი.

ნანუკა ზაზანაშვილი არის სიმბოლო ღირსეული მასწავლებლის, ერთგული მეგობრის, თავისუფლების... უბრალოდ ენით აღუწერელია მისი ღვაწლი მოსწავლეების პიროვნულ განვითარებაში და ჩამოყალიბებაში. ჩემთვის იმდენად მისაბაძია, რომ ჩემი მომავალი და კარიერა დავუკავშირე ისტორიას.

არ შემიძლია, რომ არ ვახსენო ლია ჭეფხოძე , რომელმაც შემაყვარა: „ვეფხისტყაოსანი", „დიდოსტატის მარჯვენა“, „გრიგოლ ხანძთელი“... მისი მოსმენა არის ერთი დიდი სიამოვნება. მის გაკვეთილზე მეც ერთ-ერთ პერსონაჟად ვგრძნობდი თავს. ის არის პროფესიაზე სიგიჟემდე შეყვარებული ადამიანი.

დასკვნა, სკოლა გვაძლევს ყველა იმ საჭირო რესურს, რაც ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე აუცილებლად გამოგვადგება“, - ვკითხულობთ მარიამ მინასიანის წერილში.

კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

„64 უნივერსიტეტია საქართველოში, ასეთ პატარა ქვეყანაში... ეს სტატისტიკა მეტყველებს იმაზე, რომ სისტემა არჯანსაღადაა ჩამოყალიბებული...“

„აბიტურენტების რეგისტრაცია მარტში დაიწყება... ჩამონათვალში თსუ და სტუ ცალ-ცალკე დახვდებათ, სხვა თეორიული შანსი არ არსებობს!“ - მინისტრის მოადგილე

izrune.ge-ს ღონისძიება ვარსკვლავებისთვის ამ წუთებში მიმდინარეობს

ვალდებულებები, რომლებიც განათლების სამინისტრომ ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე უნდა შეასრულოს

„ჩვენი ამოცანა არ არის, რომ აუცილებლად ჩაირიცხონ, ჩვენი ამოცანაა, რომ მაღალი კატეგორიის სტუდენტები მოხვდნენ“ - მინისტრის მოადგილის განმარტებები

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა მასწავლებლებთან ერთად წაიკითხეს თეა ლომიძის „წერილი ბოთლში“ 

საინტერესო

პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა

შესვენების დროს მთავარი წესი ტექნოლოგიებისგან სრული გამოთიშვაა

სიახლეები
საზოგადოება