სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„საგაკვეთილო პროცესში მნიშვნელოვანია მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთნდობა“- ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის დირექტორი ნათელა გორგაძე
07-09-2022
-
+


სულ მალე სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყება. დირექტორები მოსწავლეებთან და პედაგოგებთან შეხვედრას მოუთმენლად ელიან.

თუ როგორ ემზადება პირველი სასწავლო დღისთვის, რას ეტყოდა დამწყებ პედაგოგებს და რა არის მისი სკოლისთვის ყველაზე მეტად საამაყო? - ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებით პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის დირექტორ ნათელა გორგოძეს მივმართეთ.

- სასწავლო წლის პირველ დღეს ვცდილობ....

- მასწავლებლებს და მოსწავლეებს სკოლა დავახვედრო ყოველმხრივ მოწესრიგებული, შევუქმნა საზეიმო განწყობა, რათა მათ მოუხაროდეთ სკოლაში მოსვლა.

- დამწყებ პედაგოგებს ვეტყოდი....

- რადგან სკოლაში იწყებენ მუშაობას, პირველ რიგში იზრუნონ საკუთარი პროფესიული დონის ამაღლებაზე, ძლიერ შეიყვარონ მოსწავლეები და გადასცენ თავიანთი ცოდნა.

- ჩვენი სკოლისთვის საამაყოა...

- გასულ წელს ჩატარებული უამრავი საინტერესო პროექტით, ერთი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედლის კურსდამთავრებულებით, „ჩემი პირველი კომპიუტერის“ სამი კანდიდატით.

- კლასის დამრიგებლობა ნიშნავს...

- იზრუნოს სადამრიგებლო კლასის მოსწავლეთა უნარების შესწავლა - განვითარებაზე, მშობლებთან მჭიდრო ურთიერთობით მოაგვარონ თითოეული ბავშვის საჭირბოროტო საკითხები და ეცადონ აღზარდონ 21-ე საუკუნის ადამიანები.

- საგაკვეთილო პროცესში მნიშვნელოვანია...

- მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთნდობა და პატივისცემა, საგაკვეთილო კულტურის ჩამოყალიბება, ერთმანეთის მოსმენა და ურთიერთდახმარება.

- მიმდინარე სასწავლო წელს ვისურვებდი...

- მთელი სასწავლო წელი ყოფილიყოს მშვიდობიანი, COVID-19-ისა და სხვა ინფექციებისაგან დაცული, ყველა მასწავლებელი და მოსწავლე იყოს ჯანმრთელი, ბედნიერი და წარმატებული თავიანთ სფეროში.

- რჩევა, რომელიც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა...

- ჩემი პირველი დირექტორის, ალექსანდრე ნაცვლიშვილის რჩევა - „რადგან სკოლაში ფეხი შემოდგი და მასწავლებლობა აირჩიე, შეიყვარე თითოეული ბავშვი საკუთარ თავზე მეტად და ბავშვი უსათუოდ დაგიფასებს მასზე გაწეულ ამაგს!“.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება