სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ისტორიაში მაქსიმალური ქულა 7-მა აბიტურიენტმა მიიღო, ინგლისურში 196-მა - რომელ საგანში რამდენმა აბიტურიენტმა მიიღო მაქსიმალური ქულა
31-08-2022
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები უკვე ცნობილია. 2022 წელს სწავლის გაგრძელების უფლება 32 100-ზე მეტმა გამოსაცდელმა მოიპოვა, რაც რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 77%-ზე მეტს შეადგენს. ასევე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოცდებზე მიღებული ქულების სტატისტიკური ანალიზი გამოაქვეყნა, რის შედეგადაც ცნობილი გახდა, თუ რამდენმა აბიტურიენტმა შეძლო გამოცდებზე უმაღლესი შეფასების მოპოვება. 

etaloni.ge სწორედ ამ სტატისტიკურ ინფორმაციას გთავაზობთ.

ქართულ ენასა და ლიტერატურაში ტესტის მაქსიმალური ქულა 60 იყო. საერთო ჯამში 60 ქულის დაგროვება 64-მა აპლიკანტმა შეძლო.

დაფიქსირებული უმაღლესი ქულების რაოდენობა ვარიანტების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • 1-ელი ვარიანტი - 4;
  • მე-2 ვარიანტი - 26;
  • მე-3 ვარიანტი - 21;
  • მე-4 ვარიანტი - 6;
  • მე-5 ვარიანტი - 5;
  • მე-6 ვარიანტი - 2.

ისტორიაში ტესტის მაქსიმალური ქულა 60 იყო. მისი დაგროვება ჯამში 7-მა აბიტურიენტმა შეძლო.
დაფიქსირებული უმაღლესი ქულების რაოდენობა ვარიანტების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • 1-ელი ვარიანტი - 1;
  • მე-2 ვარიანტი - 4;
  • მე-3 ვარიანტი - 2;
  • მე-4 ვარიანტი - ამ ვარიანტში 60 ქულა არ დაფიქსირებულა, თუმცა ერთმა აპლიკანტმა 58 ქულა დააგროვა.

მათემატიკის ტესტის მაქსიმალური ქულა 51 იყო და ის 19-მა აპლიკანტმა დააგროვა.
დაფიქსირებული უმაღლესი ქულების რაოდენობა ვარიანტების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • 1-ელი ვარიანტი - 15;
  • მე-2 ვარიანტი - 4;
  • მე-3 ვარიანტი - ამ ვარიანტში 51 ქულა არ დაფიქსირებულა, ხოლო უმაღლესი შედეგი 48 ქულა იყო.

ინგლისური ენის ტესტის მაქსიმალური ქულა 80 იყო. გამოცდაზე უმაღლესი შედეგი 196-მა აპლიკანტმა აჩვენა.
დაფიქსირებული უმაღლესი ქულების რაოდენობა ვარიანტების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • 1-ელი ვარიანტი - 49;
  • მე-2 ვარიანტი - 35;
  • მე-3 ვარიანტი - 31;
  • მე-4 ვარიანტი - 45;
  • მე-5 ვარიანტი - 36;
  • მე-6 ვარიანტი - ამ შემთხვაში აბიტურიენტებმა 80 ქულის მოპოვება ვერ შეძლეს, ხოლო ყველაზე მაღალი შედეგი, რაც ერთმა აპლიკანტმა დააფიქსირა 78 იყო.
იხილეთ: ეროვნული გამოცდების სტატისტიკური ანალიზი - ყველა დეტალი

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება