სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორც ცვლის ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტში სწავლა სტუდენტებს? -  კითხვაზე KIU-ში მენეჯმენტის პროგრამის სტუდენტი მარიამ ლელაძე პასუხობს
08-07-2022
-
+


როგორც ცვლის ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტში სწავლა სტუდენტებს? - ამ კითხვაზე ვრცლად მარიამ ლელაძემ ისაუბრა, რომელიც KIU-ში მენეჯმენტის პროგრამაზე სწავლობს. 

„მე ვარ მარიამ ლელაძე, ზესტაფონის რაიონში, სოფელ არგვეთაში გავიზარდე. სკოლის პერიოდში აქტიური მოსწავლე არ ვყოფილვარ მიუხედავად იმისა რომ ერთ-ერთი საუკეთესო ვიყავი აკადემიური​ მოსწრებითაც და ნიშნებითაც. ეს ყველაფერი ეს ყველაფერი რადიკალურად უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ შეიცვალა. თითქოს ის ინტროვერტი და მორცხვი ბავშვი უეცრად გაქრა და ახალი, მაგრამ ბევრად უფრო გაბედული მარიამი დაიბადა, რომელიც უნივერსიტეტის შიგნით თუ გარეთ ყველა საინტერესო პროექტში იღებს მონაწილეობას.

საკმაოდ აქტიური სტუდენტი ვარ. ცოტა ხნის წინ დავასრულე შიდა საუნივერსიტეტო კონფერენციის თემაზე მუშაობა და წარდგენა. ამჟამად კი CELA Academy-ის სტაჟირებაზე ვარ შერჩეული, რომელიც ზაფხულის შუა პერიოდში გაიმართება კიუში.

კიუში სწავლამ, ცხოვრებამ და სხვადასხვა ტიპის პროექტებში ჩართულობამ  ხალხთან ურთიერთობის უნარები გამიუმჯობესა. GITA-ის საზაფხულო კურსი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გამოცდილებაა. ძალიან მეგობრულ და გამოცდილ ტრენერებთან ერთად startup იდეაზე მუშაობა ნამდვილად საინტერესო იყო", - აღნიშნავს მარიამი და კიუში ჩაბარების მიზეზებსაც გვიზიარებს, რომელთა შორისაც ერთ-ერთი  კამპუსზე დამოუკიდებელი ცხოვრება გახლდათ.

„ალბათ KIU-ს სტუდენტების 80% მაინც იტყვის, რომ უნივერსიტეტში ჩაბარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კამპუსში ცხოვრების გამოცდილება იყო. ერთხელ მაინც ყველას უოცნებია საერთო საცხოვრებელში ცხოვრებაზე. როგორც ვიცი ასეთ უნიკალურ შესაძლებლობას საქართველოში მხოლოდ KIU იძლევა. სტუდენტურ ქალაქში ნამდვილად საოცარი გარემოა. ინფრასტრუქტურა, ინტერიერი, მწვანეში ჩაფლილი კამპუსები, დამოუკიდებლად ცხოვრების გამოცდილება... 

ასევე, რა თქმა უნდა, მაღალი ხარისხის განათლების მიღების საშუალება. მაღალკვალიფიციური ქართველი და უცხოელი პროფესორები და პროფესორის ასისტენტები თავიანთი ცოდნით, გამოცდილებითა და მეგობრული დამოკიდებულებით ძალიან მაღალი ხარისხის ცოდნას გადმოგვცემენ და გვიქმნიან კომფორტს, რომ ვისწავლოთ და გავხდეთ პროფესიონალები“, - აღნიშნავს მარიამი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება