TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„პირჯვრის წერით მოვედი“... „ზოგი 20 წუთში გამოდიოდა და აქ ჯერ არავინ გამოსულა?“ - მშობლების კომენტარები საგამოცდო ცენტრიდან
04-07-2022
-
+


დღეს ეროვნული გამოცდების პირველი დღეა - ამჟამად მეორე სესია მიმდინარეობს... აბიტურიენტები ღელავენ, თუმცა გულშემატკივრები უფრო მეტად...სანამ გაირკვევა, რა საკითხები დახვდათ აპლიკანტებს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესიაზე, მშობლების კომენტარებს გაგაცნობთ, რომლებიც შეიძლება ითქვას, შვილებზე მეტად განიცდიან:

„თემებში ძლიერია და კარგად დაწერს“... - თავს იმშვიდებს ერთ-ერთი აბიტურიენტის მშობელი... „ამ სიცხეში რა უნდა დაწერონ“?! - გაღიზიანებული პასუხობს მეორე და ბუმბულებიან მარაოს მთელი ძალით ინიავებს... მესამე კი აპროტესტებს, რომ გულშემატკივრებს საგამოცდო ცენტრის ეზოში დაცვა არ უშვებს.

„პირჯვრის წერით მოვედი“, - ქოთქოთით მიუახლოვდა მომლოდინეებს კიდევ ერთი გულშემატკივარი,  „იმდენი ხალხი და ჭყლეტვა იყო, ნერვიულობდა. მითხრა, არ დამელოდოო, მაგრამ ვერ წავედი“, - ასე შეეცადა აეხსნა, თუ რატომ არ ტოვებდა „მოსაცდელ ადგილს“.

„ადრე ზოგი 20 წუთში გამოდიოდა და აქ ჯერ არავინ გამოსულა“? - მიიხედ-მოიხედა კიდევ ერთმა გულშემატკივარმა და თავისთვის უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა, - „რომ გამოვლენ, ახლა დაიწყება, რა იყო, რა შეგხვდათ...“

„20 წუთში გამოსვლა არარეალურია“, - შეეპასუხა ერთ-ერთი მშობელი და განაგრძო, - „აი, მაგალითად, ჩემი შვილი თვითონ მხნედაა, დილით ეკლესიაში ვიყავით, ვილოცეთ, დავაწყნარე და ისე მოვედით“.

„ხოო, მაგული... გამოცდაზე ვართ!!! შესულია ბავშვი და ველოდები...“ - ლამის მეორე საგამოცდო ცენტრში გაისმა ერთ-ერთი გულშემატკივრის სატელეფონო საუბარი, რომელიც დაახლოებით 5 წუთი „მაგულის“ უხსნიდა, როგორ გულმოდგინედ მეცადინეობდა ბავშვი მთელი წელი და რომ დარწმუნებულია, უმაღლეს შეფასებებს გამოიტანს... არავინ იცის, ეს საუბარი კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდებოდა, გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტი რომ არ შეემჩნია, რომელიც ნერვულად იყურებოდა და რომელსაც ასოცი კითხვა წამში, სეტყვასავით დააყარა: რა შეხვდა, როგრი გარემო დახვდა, ვინ რას წერდა და ისიც კი აინტერესებდა, ვინ რას ფიქრობდა...

ასეა, დღეს ეროვნული გამოცდები დაიწყო და ხომ გითხარით - მშობლები უფრო ღელავენ ვიდრე თავად აბიტურიენტები...

იხილეთ: „დამკვირვებლები ჩვენსკენ არიან, არანაირი სიმკაცრე“ - რას უნდა ელოდეთ ეროვნულების მეორე სესიაზე

„ძირითადად, სიტყვებს ასოები აკლდა...“ - რა შეცდომები შეხვდათ რედაქტირებაში აბიტურიენტებს

N175 საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტი 8 წუთის დაგვიანებით გამოცხადდა



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება