სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N61 სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წლის დასრულებასთან დაკავშირებით, სამახსოვრო ვიდეორგოლი გადაიღეს
27-06-2022
-
+


თბილისის N61 საჯარო სკოლის IVბ კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

ისინი სწავლის სხვა საფეხურზე გადავიდნენ, ამის აღსანიშნავად კი კლიპი გადაიღეს. 

კლიპი მრავალფეროვანი, საინტერესო და სანახაობროვი გამოვიდა. მასში მოსწავლეები გარდა, ქართველი სპორტსმენები აჩი არველაძე, ანატოლი ბოისა და გიორგი ცინცაძე მონაწილეობდნენ. გარდა ამისა, ჩართული იყო სკოლის კურსდამთავრებული, ლათინო-ამერიკულ ცეკვებში მრავალგზის გამარჯვებული მოცეკვავე ელენე დავითაია. 

ვიდეოზე მუშაობის პროცესი საინტერესო იყო, მოსწავლეები მასში დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ.

კლასის დამირგებელი თეონა ჯალაღონიაა. 

„სასწავლო წლის  დამთავრების აღსანიშნავად, IVბ კლასის მოსწავლეებმა და მშობლებმა, კლასის დამრიგებლის თეონა ჯალაღონიას ხელმძღვანელობით, დავიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ რა ღონისძიება უნდა ჩატარებულიყო. სხვა ღონისძიებებისაგან განსხვავებით, წლის ბოლოს ჩატარებულ აქტივობას სულ სხვა დატვირთვა აქვს, ის მეტად ამაღელვებელი და ემოციურია. მაინც გამოსამშვიდობებელი ღონისძიებაა , ვინაიდან სრულდება ერთი ეტაპი და იწყება ახალი. ეს დღე ჩემთვის ცრემლების გარეშე არასდროს  მთავრდება .  
ერთობლივად გადავწყვიტეთ  განსხვავებული „პროდუქტი“ შეგვექმნა. რაც საბოლოოდ, შედგა და მივიღეთ  ვიდეო რგოლი.  მოსწავლეებს ამ დღის მიმართ დიდი მოლოდინი ჰქონდათ და როგორც იქნა დადგა გადაღების დღე.
მე, როგორც  მასწავლებელს ბუნებრივია, მინდოდა, რომ საუკეთესო შედეგი დაგვედო. ამიტომ, გადავწყვიტე  ვიდეო რგოლში მონაწილეობა მიეღოთ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ წარმომადგენლებს:  აჩი არველაძე, ანატოლი ბოისას და გიორგი ცინცაძეს. ასევე ჩვენი კურსდამთავრებული, ლათინო- ამერიკულ ცეკვებში მრავალგზის გამარჯვებული მოცეკვავე ელენე დავითაია. ვიდეო რგოლში მონაწილეობას იღებს  ჩვენი სკოლის სასწავლო ნაწილი, საოცარი ადამიანი მადინა ბაღდავაზე, რისთვისაც მშობლების სახელით მას დიდ მადლობას ვუხდით.
ვიდეო რგოლის გადაღება მიმდინარეოდა ხალისიან და მეგობრულ გარემოში. სასახელო სპორტსმენების გამოჩენამ ბავშვებში დიდი სიხარული გამოიწვია. პატარებმა და მშობლებმა  გადაიღეს სამახსოვრო სურათები,  სპორტმსმენებმა  დატოვეს ავტოგრაფები. ეს დღეები ბავშვების მეხსიერებაში მუდამ ბედნიერ წუთებად იქნება აღბეჭდილი.
სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა ვიდეო რგოლის  პრეზენტაცია. რამაც ძალიან დიდი აღფრთოვანება და მოწონება დაიმსახურა.  ჩვენი შრომის შედეგი  განთავსდა  youtube  არხზე, ასევე მასწავლებლების დახურულ ჯგუფში ,,61-ე საჯარო სკოლის  მე-4ბ კლასის  ჰიმნის“ სახელით. აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობა დაწყებით საფეხურზე ახალი მოვლენაა და საზოგადოების მხრიდან მხოლოდ დადებითი გამოხმაურებით შეფასდა. ვიდეო რგოლმა გამოქვეყნებისთანავე ნახვების უპრეცენდენტო რაოდენობა მოიპოვა“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება