სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სასწავლო წელი გამორჩეული იყო, სიახლეებით, განხორციელებული პროექტებით, მოსწავლეთა წინსვლით“ - ლიანა დოლიშვილი, მუხრანის N3 სკოლის დირექტორი
24-06-2022
-
+


2021-2022 სასწავლო წელი დასრულდა, საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორები წელს აჯამებენ და გვიყვებიან რით იყო გამორჩეული 2021-2022 სასწავლო წელი? რას ურჩევდნენ მოსწავლეთა მშობლებს არდადეგებზე? და რა სჭირდება ყველაზე მეტად განათლების სისტემას. 

ამჯერად, საინტერესო ბლიც-კითხვებით etaloni.ge მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N3 საჯარო სკოლის დირექტორ ლიანა დოლიშვილს დაუკავშირდა. 

- სკოლა ჩემთვის არის. . .
- წმინდა ტაძარი სადაც უწყვეტი 40 წელია ვმუშაობ. სკოლაში იბადება და იზრდება მომავალი თაობა.

- მოტივაცია მემატება, როცა. . .
- ჩემი შრომა, განათლების სფეროში ჰგავს ფესვმაგარ, ტოტებგაშლილ ხეს, რომელიც ნაყოფს გვაძლევს. ეს ჩემთვის დიდი მოტივაციაა, რა თქმა უნდა, ნაყოფში ვგულისხმობ ჩემს მოსწავლეებს.

- მოსწავლეებთან გამომშვიდობება ყოველთვის. . .
- დიდ ტკივილად მიმაჩნია, მიუხედავად იმისა მათ ვუსურვებ წინსვლას, წარმატებას და ყოველივე კარგს ცხოვრებაში.

- განათლების სისტემას სჭირდება. . .
- აქტიური, პერსპექტიული, განათლებული, სიახლეების ძიებაში მკვლევარი და მოსწავლეების მიმართ კეთილგანწყობილი პედაგოგი.

- სასწავლო წელი გამორჩეული იყო. . .
- სიახლეებით, განხორციელებული პროექტებით, მოსწავლეთა წინსვლით.

- არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ. . .
- მოსწავლეებს შეუქმნან საინტერესო, ხალისიანი და ტკბილად მოსაგონარი არდადეგები.

- სასწავლო წლის დასასრულს. . .
- მინდა მადლობა მოვუხადო ჩემს მასწავლებლებს, გაწეული მუშაობისთვის, მოსწავლეებს და მათ მშობლებს მხარში დგომისთვის, რესურს-ცენტრს სიახლეების მოწოდებისთვის.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება