სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გაიცანით, ​ეკოდამცველი მოსწავლე ლუკა აგიტიანი, რომელმაც 155 კილოგრამი მაკულატურის ჩაბარებით, თბილისის N107 სკოლის ბიბლიოთეკას წიგნები შემატა
23-06-2022
-
+


თბილისის N107 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.

სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი აქტივობა განახორციელეს, რომელიც არამხოლოდ შემეცნებისთვის იყო საინტერესო, არამედ გარემოს დაცვას ემსახურებოდა.

ერთ-ერთი გამორჩეული კი ის გახლდათ, რომ მოსწავლემ, ლუკა აგიტიანმა 155 კგ. მაკულატურა ჩააბარა და მიღებული წიგნები სკოლის ბიბლიოთეკას გადასცა.

„29 მაისს ჩავაბარე, 155 კგ მაკულატურა, სხვადასხვა სახის: ძველი წიგნები, ჟურნალები, გაზეთები და ა.შ - პროექტში დაწყებითი კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებმაც ჩემს პროექტში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანეს! მოვიპოვეთ 310 ქ. რაც იმას ნიშნავს რომ, მოგვეცა შესაძლებლობა აგვეღო 6 სხვადასხვა სახის წიგნი; ამ წიგნების გამოყენება N107 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, ახლო მომავალში შეეძლებათ, რადგან ჩვენი ბიბლიოთეკა კიდევ უნდა შეივსოს.

- იცით რა მნიშვნელობა აქვს ქაღალდის გადამუშავებას?

ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ ქაღალდს ჩვენს საქმიანობაში და სწორედ ამიტომ გროვდება უამრავი მაკულატურა, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ გადამუშავდება და ნაგავსაყრელზე ხვდება. ასევე რაც მნიშვნელოვანია მისი გადამუშავება შეამცირებს ტყის გაჩეხვას, რადგან 1 ტონა მაკულატურის გადამუშავება 17 ხის გადარჩენას ნიშნავს!

როგორც იცით ქაღალდის დამზადებისთვის საჭიროა ხე, რომელიც ასევე საჭიროა ჟანგბადისთვის ესეიგი გამოდის, რომ ქაღალდს ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. თუ კი მეტ მაკულატურას შევაგროვებთ და გადავამუშავებთ ჟანგბადის მარაგიც შედარებით გაიზრდება!

ამიტომაც, მოგიწოდებთ, ჩაერთოთ მაკულატურის შეგროვებაში და გადაარჩინოთ მეტი ხე, დავეხმაროთ დედამიწას გადარჩენაში!“, - წერს ლუკა აგიტიანი სოციალურ ქსელში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება