სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N29 საჯარო სკოლის „მკითხველთა კლუბმა“ საინტერესო შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
23-06-2022
-
+


ქუთაისის N29 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით მიილია.

სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეები არაერთ საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტში ჩაერთნენ. ერთ-ერთი დასამახსოვრებელი კი ამერიკის ელჩის - „საზაფხულო წიგნის კითხვის“ გამოწვევა გახლდათ, რომელსაც მოსწავლეები დიდი მონდომებით შეუერთდნენ.

აღნიშნულ გამოწვევაში კი მოსწავლეები იმდენად აქტიურად ჩაერთნენ, რომ პროექტი გაახანგრძლივეს და მის ფარგლებში არაერთი საინტერესო ღონისძიება გააკეთს.

„ინტერესიდან გამომდინარე შევეცადეთ პროექტი გრძელვადიან მიზნებზე გაგვეწერა და სკოლაში ჩამოვაყალიბეთ „მკითხველთა კლუბი“. კლუბში დიდი მონდომებით ჩაერთო სამივე მეექვსე კლასი, მთელი წლის განმავლობაში ისინი კითხულობდნენ წიგნებს, შემდეგ ვარჩევდით და ვაზიარებდით.

წლის ბოლოს გაიმართა შემაჯამებელი ღონისძიება სასკოლო პროექტის სახით, სამივე პარალელის მონაწილეობით.

ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეთა გამოცდილების გაზიარება, უფრო მეტი მოტივაციისა და ჩართულობისთვის. მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები წაკითხულ წიგნებზე, განმარტეს რა ისწავლეს თითოეულიდან და რატომ ურჩევდნენ მეგობრებს მათ წაკითხვას .

ღონისძიებაში ინტეგრირებული ფორმით ჩართული იყო ხელოვნების და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლებიც.

ღონისძიება კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა.მოსწავლეებმა უპასუხეს კითხვებს წარმოდგენილი პრეზენტაციებიდან, menti.com აპლიკაციის გამოყენებით“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება