სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სარაგბო ნაკრები, რომლის კაპიტანიც ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი გერგედავაა, საქართველოს ჩემპიონი გახდა
22-06-2022
-
+


ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლემ რაგბში წარმატებას მიღია. 

ქუთაისის ახალგაზრდული ნაკრები „აია“, რომელის კაპიტანიც მე-12 კლასის მოსწავლე გიორგი გერგედავაა, საქართველოს ჩემპიონი გახდა. 

ის საქართველოს ნაკრების წევრი, „აიას“ კაპიტანი და 19 წლამდე ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონია. 

სკოლაში მოსწავლის მიღწევებით ამაყობენ და მომავალშიც წინსვლას უსურვებენ. მისი კლასის დამრიგებელი ნატო სვიანაძეა.

„ქუთაისს რომ რაგბის დიდი ტრადიცია აქვს, ყველასთვის ცნობილია, ისევე, როგორც ბოლოდროინდელი ძალიან სასიხარულო ინფორმაცია, რაგბიში ქუთაისის ახალგაზრდული ნაკრები „აია,“ საქართველოს ჩემპიონი გახდა. რაოდენ საამაყოა, რომ გუნდის კაპიტანი ჩვენი სკოლის მოსწავლე გიორგი გერგედავაა. იგი საქართველოს ნაკრების წევრი, კაპიტანი და ევროპის ჩემპიონია 19 წლამდე ახალგაზრდებში. საკმარისია მისი სახელი ახსენო და ყველა მასწავლებელს სახეზე სიამოვნების ღიმილი მოეფინება. დიახ, გიორგი გერგედავაში ჰარმონიულადაა შერწყმული ჯანსაღი სული ჯანსაღ სხეულთან. იგი თავმდაბალი, ზრდილი,მეგობრული ახალგაზრდაა,10 წლიდანაა გატაცებული სპორტის აღნიშნული სახეობით და ფიქრობს, პროფესიონალი გახდეს, მით უფრო, უცხოელი სპეციალისტების მხედველობის არეალში მოხვდა და იმედია, ოცნებას აისრულებს, თავს, ოჯახსა და ქვეყანას ასახელებს.
სულ წარმატებით გევლოს, გიორგი“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგებმა გამოცდაზე ამ ქულებზე ნაკლები არ უნდა მიიღონ - მინიმალური ბარიერები, საგნების მიხედვით, ცნობილია

ახალი სახელმძღვანელოები I, V, VII, IX, X კლასებში იქნება - ცნობილია, რომელ სკოლას რამდენი კომპლექტი გადაეცემა

ლიმონათსა და სასმელ წყალში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება