| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში საბავშვო მწერალ ვასილ გულეურს უმასპინძლეს. მწერლის შემოქმედებას ბავშვები კარგად იცნობენ, უყვართ მისი მოთხრობები, ლექსები და ზღაპრები, ამიტომ საპატიო სტუმარს სკოლაში განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს.
მოსწავლეები სტუმრის წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარდნენ.
„მიუხედავად იმისა რომ სკოლებში საზაფხულო არდადეგები უკვე დაიწყო ეშტიის N2 საჯარო სკოლაში გვესტუმრა ცნობილი ქართველი საბავშვო მწერალი ვასილ გულეური.
მის ლექსებს ბავშვები კარგად იცნობენ, ჯერ კიდევ 2012 წლიდან დიდი სიამოვნებითა და სიხარულით კითხულობენ მისი მოთხრობებს, ლექსებსა თუ ზღაპრებს.
ღონისძიება გაიმართა მაღალ დონეზე დადებითი ემოციებით და შთაბეჭდილებებით სავსე. ღონისძიებაზე წაიკითხეს ბატონი ვასილ გულეურის ლექსები, მოსწავლეებმა ასევე ქართული ეროვნული ცეკვები და სიმღერები შეასრულეს“,- გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას