სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა ასპინძის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები პირველ მასწავლებელს ლამაზი ღონისძიებით გამოემშვიდობნენ
21-06-2022
-
+


დაბა ასპინძის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სკოლაში, მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, მათი შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და წარმოჩენას უდიდესი ყურდღება ექცევა.

ამ მიზნით, სკოლის დირექცია და პედაგოგები მომავალ თაობას მრავალფეროვან აქტივობებსა და ღონისძიებებს სასწავლო წლის განმავლობაში ტრადიციულად აქტიურად სთავაზობდნენ.

ერთ-ერთი გამორჩეული ღონისძიება კი IV კლასის მოსწავლეების მიერ, სწავლის დასრულების საინტერესოდ და ლამაზი აქტივობით აღნიშვნა იყო.

ბავშვები პირველ მასწავლებელს დიდი სიყვარულით გამოემშვიდობნენ და ერთად გატარებული ოთხი წლის განმავლობაში, მათზე ზრუნვისა და ამაგისათვის, ყველა მასწავლებელს მადლობა გადაუხადეს.

ღონისძიებაზე პატარებმა ხოტბა შეასხეს იაკობ გოგებაშვილის უკვდავ „დედაენას“, სტუმრების თვალწინ „გააცოცხლეს“ ჩვენი ქვეყნის გმირული წარსული და სამშობლოსთვის წამებული გმირები, რომელთა ხსოვნაც სანთლებად ანთია თითოეული ქართველის გულში.

ლექსით, სიმღერითა და ცეკვით გადმოსცეს სიყვარული, ეროვნული სულისკვეთება და ემოცია, რაც ძალიან შთამბეჭდავი იყო დამსწრე საზოგადოებისთვის.

IV კლასის დამრიგებელი ეკა ველიჯანაშვილი, მასწავლებლები: თათია თაქთაქიძე, ოლღა ლეკიშვილი,ნათია მელიქიძე,ლალი ალელიშვილი, მარიკა ბერიძე, გვანცა იმერლიშვილი, მათ მოსწავლეთა აღზრდა - განათლებაში უდიდესი შრომა ჩადეს.

ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა მუსიკის მასწავლებელმა, ნათია მელიქიძემ.

​იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება