| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მრავალფეროვანი აქტივობა გაიმართა.
თავდაპირველად, მე-2 - მე-9 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით, პროექტ „მუსიკისა და სპორტის ჰარმონიის“ ფარგლებში, ღონისძიება „ჩვენ ბედნიერი ბავშვები ვართ“ ჩატარდა. მოსწავლეებმა მუსიკალური და სპორტული აქტივობები წარმოადგინეს.
ღონისძიების ორგანიზატორები ესთეტიკური, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის კათედრის წევრები გულისა კიზირია, სოფიო ჯიბლაძე და რამინ კორძახია და ბიბლიოთეკარი ირმა ჯიბლაძე იყვნენ.
შემდეგ, მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეებმა მინი სპექტაკლი „მზის ოჯახი“ წარმოადგინეს. ხელმძღვანელი ბუნებისმეტყველების მასწავლებელი ზაირა რევაზიშვილი იყო. ღონისძიება მხატვრულად გააფორმა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელმა სოფიო ჯიბლაძემ.
სახელმწიფო ენის კათედრის თავმჯდომარის ქეთევან ვეკუას ხელმძღვანელობით, ჩატარდა მოსწავლეთა სასკოლო სასწავლო-კვლევითი კონფერენცია. მასში მე-6,- მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ წაიკითხეს ის თემები, რომელებიც გაგზავნილი იყო მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში სამოცდამეთხუთმეტე სასწავლო-კვლევით კონფერენციაზე.
ბოლოს, კონფერენცია სკოლის დირექტორმა ნათელა კიკაბიძემ შეაჯამა. მან მადლობა გადაუხადა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს კონფერენციაში აქტიური ჩართულობისათვის.
„განსაკუთრებით საინტერესო და სახალისო იყო მოსწავლეებისათვის მხიარული სტარტები, რომელიც კომპანია „ჯითრეიდის“ მომსახურებით ჩატარდა.
სპექტაკლი „მზის ოჯახი“ ეხებოდა მზის სისტემაში შემავალ პლანეტებს. თითოეული მონაწილე შემოსილი იყო როლის შესაბამისი კოსტიუმით, რომელთა ჩაცმულობაზეც იზრუნეს მშობლებმა. ბავშვებმა წარმოადგინეს ინფორმაცია თითოეული პლანეტის შესახებ. ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები. სპექტაკლმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
კონფერენცია გახსნა ფინალისტმა მარიამ გოგავამ თემით „ომის უმწეო მსხვერპლი ნუგზარ შატაიძის მოთხრობიდან „მოგზაურობა აფრიკაში“( თემის ხელმძღვანელი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ქეთევან ვეკუა), მან ასევე წარმოადგინა თემა, ისტორიის სექციიდან „აგრესია ოცდამეერთე საუკუნის საფრთხე“( თემის ხელმძღვანელი ისტორიის მასწავლებელი, მაია ხომერიკი).
მე-9 კლასის მოსწავლემ ანასტასია შუბლაძემ წაიკითხა ბიოლოგიის სექციაზე წარდგენილი თემა „საარსებო გარემოს დაბინძურების შედეგები, იმუნიზაცია და ჯანმრთელობის დაცვა“ ( ხელმძღვანელი , ბიოლოგიის მასწავლებელი ნათია მელია).
მე-6 კლასის მოსწავლემ ანი გაბუნიამ წარადგინა ნამუშევარი „ტურიზმი რაჭაში“,( ხელმძღვანელი „ჩვენი საქართველოს“ მასწავლებელი ლოლა ქურასბედიანი) ხოლო ამავე კლასის მოსწავლემ ქრისტინე პაპავამ - „დრო და მისი გაზომვა“ (ხელმძღვანელი მათემატიკის მასწავლებელი იზაბელა გაბუნია)“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა