სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N3 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
10-06-2022
-
+


წყალტუბოს N3 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიება - „სცენის ოსტატები“  სასკოლო პროექტის „კულტურული მემკვიდრეობის დაცვა სულიერი ღირებულების დაცვა- განვითარებას ნიშნავს“ ნაწილი იყო.

მონაწილეებმა რევაზ ინანიშვილის „ტყის შვილები”; დიალოგი და მონოლოგი დავით კლდიაშვილის მითხრობიდან „სოლომან მორბელაძე” და ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია ნიკო ლორთქიფანიძის „ღირსების მცველიდან“ შესანიშნავად წარმოადგინეს.

ღონისძიებას მოსწავლეები, პედაგოგები, მოსწავლეთა მშობლები და სკოლის ადმინისტრაცია ესწრებოდა. ისინი აქტივობით მოხიბლულები იყვნენ. 
 
„მოსწავლეთა მეტყველებით და სამსახიობო უნარებით მოიხიბლა დარბაზი.
სკოლის დირექტორმა მიხეილ კაკაბაძემ მადლობა გადაუხადა მათ მონდომებისა და მონიჭებული სიამოვნებისათვის, ასევე აღნიშნა ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ (ქეთევან სირბილაძე, მარინე გოგიძე).
ღონისძიებას ამშვენებდა ხელოვნების კათედრის მიერ მომზადებული გოგონათა გუნდი (ქეთევან ბობოხიძე, ნანა აბხაძე).
ღონისძიების ორგანიზატორებს გვერდით ედგა კლასის დამრიგებლები ( მაკა ქაროსანიძე, ნანა კინწურაშვილი) .
კვლავაც უამრავ საინტერესო და აკადემიურ ღონისძიებებს, წარმატებასა და წინსვლას ვუსურვებთ ჩვენს სკოლას, რომელმაც საიუბილეო წელი - 50 ღირსეულად აღნიშნა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო და ვიდეო:




კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება