სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სკოლა ჩემთვის არის სამუშაო ადგილი, რომელიც მანიჭებს დიდ ბედნიერებას“ - ცისანა რატია, პირველი მაისის საჯარო სკოლის დირექტორი
09-06-2022
-
+


არდადეგების მოახლოებასთან ერთად, საინტერესოა, რით იყო გამორჩეული 2021-2022 სასწავლო წელი საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორებისთვის, მათი აზრით, რა სჭირდება განათლების სისტემას და რას ურჩევენ არდადეგებზე მოსწავლეთა მშობლებს. 

ამჯერად, საინტერესო ბლიც-კითხვებით etaloni.ge ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის დირექტორ ცისანა რატიას დაუკავშირდა. 

- სკოლა ჩემთვის არის..

- სამუშაო ადგილი, რომელიც მანიჭებს დიდ ბედნიერებას.

- მოტივაცია მემატება, როცა..

- ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები წარმატებულად ერთვებიან საზოგადოებრივ საქმიანობაში, როცა ჩემი კეთილი საქმეების გამო ვიღაც მადლიერია.

- მოსწავლეებთან გამომშვიდობება ყოველთვის...

- რთული პროცესია, მაგრამ წლებმა გამოცდილება შემძინა ამ მხრივ. ადრე უფრო მგრძნობიარე ვიყავი ამ თემის მიმართ, დღეს კი ვუყურებ ისე, როგორც კანონზომიერებას.

- განათლების სისტემას სჭირდება..

- ხელისუფლების კეთილი ნება, მეტი ინფრასტრუქტურული პროექტები, მეტი თანადგომა. როცა ასე მძიმეა ქვეყანაში სოციალური ფონი, ოჯახების პრობლემებს ყველაზე მეტად სკოლა გრძნობს. განათლების სისტემაში ჩადებული ინვესტიციები აუცილებლად აისახება იმ შეჭირვებულ მოსწავლეებზეც, რომელთა რაოდენობა არცთუ ისე მცირეა.

- სასწავლო წელი გამორჩეული იყო...

- იმით, რომ მეორე სემესტრში მონატრებული - მოსწავლეებით გადავსებული საკლასო ოთახები ვიხილეთ. იყო წარმატებები. პედაგოგ ნინელი ხუხიას პროექტმა გარემოსდაცვით რესპუბლიკურ კონკურსში იმარჯვა. ამავე პედაგოგის მიერ მომზადებული ინტელექტუალთა ნაკრები კი კონკურსზე „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ საქართველოს ნახევარფინალურ ეტაპზე გავიდა. მასწავლებლები ეუფლებიან სიახლეებს, რასაც ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა გვკარნახობს. სკოლას ჰყავს ორი ოქროსმედალოსანი და ერთი საბაზო საფეხურის წარჩინებული მოსწავლე.

- არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ...

- ძირითადად იზრუნონ ბავშვების კარგ დასვენებაზე. პერიოდულად კი მასწავლებლების მიერ რეკომენდებულ კლასგარეშე საკითხავ ლიტერატურას თუ გაეცნობიან, - ეს აუცილებლად წაადგებათ სამომავლოდ. სასექტემბროდ ვისურვებდი მეტი ბედნიერი ბავშვის ნახვას სკოლაში.

- სასწავლო წლის დასასრულს...

- მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს პედკოლექტივს, მოსწავლეებს, მათ მშობლებს. რომ არა მათი თანადგომა, წარმოუდგენელია დღევანდელ გარემოში წინსვლა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

ღონისძიება ორივე სკოლის მოსწავლეთა ერთობლივი სანახაობითა და მრავალფეროვანი საზეიმო ნომრებით წარიამრთა

„წარმოდგენამ კიდევ ერთხელ გვაზიარა დიდი ქართველი მოღვაწის ცხოვრებისა და ღვაწლის მნიშვნელობას“

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება