სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მოხდება განათლების სფეროში მოღვაწეთა წახალისება“ - დოკუმენტი
13-06-2022
-
+


თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, საკრებულოს დადგენილებით, ცვლილება შევიდა, სადაც განსაზღვრულია სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებით არსებული პროგრამების დაფინანსება.

უფრო კონკრეტულად, განათლების პრიორიტეტისთვის განისაზღვრა 1 710.6 ათასი ლარი; ხორციელდება სკოლამდელი, ზოგადი და უმაღლესი განათლების ხელშეწყობა. ასევე განათლების სფეროში მოღვაწე ადამიანთა წახალისება სხვადასხვა ფორმით.

რაც შეეხება სკოლამდელ დაწესებულებებს, მათი ხელშეწყობისთვის განისაზღვრა 1 394,3 ათასი ლარი;

„პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა(ა)იპ თიანეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა ბაღების გაერთიანება.  მუნიციპალიტეტში 16 საბავშვო ბაღია. სკოლამდელ განათლებას იღებს 302 ბავშვი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

„განათლების ღონისძიებების“ პროგრამისთვის კი განსაზღვრულია 28,4 ათასი ლარი - „პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში ინტელექტუალური და შემეცნებითი პროექტების ხელშეწყობას. ამ პროექტებში გამარჯვებულთა  წახალისებას ფულადი ჯილდოთი ან/და ფასიანი საჩუქრებით.  წარმატებული სკოლის მოსწავლეების, სტუდენტების და საგანმანათლებლო სფეროში ღვაწლმოსილი პირების წახალისებას ფულადი ჯილდოთი, სხვადასხვა პრიზითა და ფასიანი საჩუქრებით“.

„საჯარო სკოლების ხელშეწყობის“ პროგრამისთვის გამოიყოფა 125.5 ათასი ლარი, რაც ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების მოსწავლეთა ტრანსპორტირების უზრუნველყოფის ღონისძიებებს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება