სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„საქართველოს მომავალო მესაჭეებო, ბედნიერებით სავსე ყოფილიყოს თქვენი სავალი გზები“- ლემშვენიერას საჯარო სკოლის დირექტორის მიმართვა მე-12 კლასელებს
27-05-2022
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. 2022 წლის კურსდამთავრებულები სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს. სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს, გზა დაულოცეს და საუკეთესო სურვილები თეთრ პერანგებზეც დაუტოვეს. განსაკუთრებით ემოციურია დირექტორის, გულნაზი ჭელიძის მილოცვა. 

„ლემშვენიერას საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელების სახელით, მინდა სრულიად საქართველოს ყველა სკოლის მეთორმეტეკლასელს მივულოცო სკოლის დამთავრება.

ჩემო ძვირფასო, გონიერო და ძლიერო ახალგაზრდებო, საქართველოს მომავალო მესაჭეებო, ბედნიერებით სავსე ყოფილიყოს თქვენი სავალი გზები. ყველა ლაბირინთი, რომელიც ცხოვრების გზაზე შეგხვდებათ ღირსეულად გადაგელახოთ. მიყვარხართ და მტკივა, რომ თქვენი იუმორით სავსე სცენარებს, სამეცნიერო კონფერენციებს, საუკეთესოდ წაკითხულ ლექსებს და სხვადასხვა ენაზე ამღერებულ ჰანგებს ვეღარ მოვისმენთ სკოლაში. თქვენ ხართ თაობა, რომელიც 21-ე საუკუნის ახალგაზრდისთვის შესაფერისი უნარ-ჩვევებით არის აღჭურვილი, გაგაჩნიათ უნარი კრიტიკული და საღი აზროვნებისა, რაც თქვენი პედაგოგების დიდი დამსახურებაა.

თქვენ იცით, რომ ძალიან მიყვარხართ. ყოველთვის ვცდილობდი თქვენი უფროსი მეგობარი ვყოფილიყავი და იმედი მაქვს ეს გამომივიდა.

მჯერა, ვიამაყებთ თქვენით, რის საფუძველსაც ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები გაძლევენ!“ - ვკითხულობთ დირექტორის გულნაზი ჭელიძის მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

ღონისძიება ორივე სკოლის მოსწავლეთა ერთობლივი სანახაობითა და მრავალფეროვანი საზეიმო ნომრებით წარიამრთა

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება