| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა USAID-ის, მსოფლიო ბანკისა და UNICEF-ის მიერ ორგანიზებული კონფერენცია გახსნა სახელწოდებით „პანდემიის შემდგომი ნაბიჯები დაწყებით საფეხურზე“. მინისტრმა სიტყვით მიმართა კონფერენციის მონაწილეებს და აღნიშნა, რომ პანდემიის პირობებში გადამწყვეტი როლი მასწავლებლებმა შეასრულეს - ისინი გმირები არიან:
„COVID-19-ის პანდემიამ მსოფლიო დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, განათლების კუთხით. შექმნილ ვითარებაში, როდესაც მოსწავლეები საკლასო ოთახს მიღმა დარჩნენ, ჩვენი მთავარი მიზანი იყო მათთვის განათლების მიღების უწყვეტი პროცესის შენარჩუნება. პანდემიამ ჩვენც, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალ სახელმწიფოს, გვიბიძგა განათლების სისტემაში ძალიან სწრაფად დაგვენერგა ინოვაციური მიდგომები, გამოგვეყენებინა თანამედროვე ტექნოლოგიები.
კრიზისის მართვის პროცესში საქართველოს განათლების სისტემამ წარმატებით შეძლო ახალ რეალობასთან ადაპტაცია და დისტანციურ ფორმატზე გადასვლა.
ჩვენ შევძელით და COVID-19-ით გამოწვეული კრიზისი ვაქციეთ შესაძლებლობად. სწორედ პანდემიის პირობებში შევიმუშავეთ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელმაც განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის საშუალება და სისტემის უფრო მეტად განვითარების შესაძლებლობა მოგვცა.
ბუნებრივია, პანდემიის პირობებში განათლების უწყვეტად მიღების პროცესში გადამწყვეტი როლი მასწავლებლებმა შეასრულეს, რომლებიც ამ პროცესის ჭეშმარიტი გმირები არიან. სწორედ მათი, სამინისტროს, სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ პანდემიის პერიოდში განათლების სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები დავძლიეთ“.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში