| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სააღდგომო არდადეგები დასრულდა და სკოლებში სწავლა ჩვეულ რეჟიმში განახლდა, კვლავ ძალაშია ჰიბრიდული მოდელი და ბავშვებსა თუ პედაგოგებს დისტანციური სწავლების არჩევის საშუალება აქვთ, თუმცა ამავე დროს არაერთი პედაგოგი დაინტერესდა, გრძელდება თუ არა სავალდებულო გეგმური კოვიდტესტირება? მით უმეტეს, რომ სასკოლო საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენელი ამტკიცებს, ტესტირება ნებაყოფლობითია და არავის აქვს უფლება, რაიმე დაგვაძალოსო.
საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, Etaloni.ge-მ დეტალების გარკვევა გადაწყვიტა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს - ციცო დილებაშვილს მიმართა, რომელმაც განმარტა, რომ მასწავლებლებისთვის კოვიდტესირება ნებაყოფლობითი არ არის:
„კვლავ გრძელდება სკოლის პერსონალის კოვიდტესტირება, კვირაში ერთხელ, ეს რეგულაცია არ მოხსნილა“... - განაცხადა Etaloni.ge-სთან ციცო დილებაშვილმა. არადა აღსანიშნავია, რომ სავალდებულო კოვიდტესტირება, მთავრობის გადაწყვეტილებით, თითქმის ყველა პროფესიის წარმომადგენლებისთვის გაუქმებულია.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა