სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„კლასის საათის ფარგლებში, მოსწავლეებთან პედაგოგები მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ“ - ქეთევან შენგელია, ქუთაისის N20 საჯარო სკოლის დირექტორი
07-04-2022
-
+


ბავშვის ღირსეულ მოქალაქედ ჩამოყალიბებაში, ოჯახთან ერთად სკოლა უდიდეს როლს ასრულებს. მოსწავლე სკოლის ასაკიდანვე ყალიბდება ისეთ ადამიანად, რომლის შეცვლაც დიდ ასაკში უკვე საკმაოდ რთულია - იგი მცირე ასაკში აღიჭურვება იმ უნარ-ჩვევებით, სამოქალაქო პასუხისმგებლობითა და პიროვნული ღირსებებით რაც მის ღირსეულ მოქალაქედ ჩამოყალიბებისთვის უმნიშვნელოვანესია. აქედან გამომდინარე, საინტერესოა რა უნდა გააკეთოს სკოლამ და პედაგოგებმა იმისათვის, რათა ბავშვი ღირსეულ მოქალაქედ აღიზარდოს.

Etaloni.ge ამ მეტად მნიშვნელოვანი კითხვით ქუთაისის N20 საჯარო სკოლის დირექტორს, ქეთევან შენგელიას დაუკავშირდა, რათა მისი აზრი გაეგო.

„ბავშვის ღირსეულ მოქალაქედ ჩამოყალიბება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, მშობლებთან აქტიური კომუნიკაცია იყოს, რადგან მარტო სკოლა ვერაფერს იზამს. მასწავლებლებმა მშობლებთან აქტიური კომუნიკაციით უნდა შევძლოთ ბავშვების სრულფასოვან მოქალაქეებად ჩამოყალიბება. ჩვენ მაგალითად, კლასის საათები გვაქვს და ამის ფარგლებში,  მოსწავლეებთან პედაგოგები საუბრებს ატარებენ და მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ. მიმაჩნია, რომ თითოეული ჩვენგანი ისეთი უნდა იყოს, რომ მოსწავლემ მაგალითი აიღოს“.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება