სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

უკრაინელების მხარდაჭერასთან ერთად, მანდაეთის საჯარო სკოლაში აქტიურად აღნიშნავენ მნიშვნელოვან თარიღებს
07-04-2022
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთის საჯარო სკოლა აქტიურად აღნიშნავს მნიშვნელოვან მოვლენებს და ამავდროულად, მუდმივად ცდილობს მხარდაჭერა გამოხატოს უკრაინელების მიმართ, ქვეყანაში მიმდინარე ომის გამო.

მანდაეთის საჯარო სკოლამ უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებში გამოხატა სოლიდარობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. სკოლის პედაგოგების მხრიდან ფულადი დახმარების სახით გადაირიცხა გარკვეული თანხაც. 

„სამწუხაროდ უამრავი ადამიანისა და ბავშვის უდანაშაულო  სიცოცხლე შეიწირა ამ უსამართლო ომმა, აღმაშფოთებელია, რომ კვლავ გრძელდება ადამიანების არაადამიანური მოპყრობა და სიკვდილიანობა, რაც ძალიან მძიმე და შემაშფოთებელია თითოეული ჩვენთაგანისთვის, ძნელია როდესაც შენი ქვეყნის მეგობარ ქვეყანაში ასეთი მძიმე და მტანჯველი დღებია, შენ კი საზეიმო განწყობაზე იყო, რასაც თან სდევს კოვიდით გამოწვეული პანდემიის სირთულეები, მაგრამ სასკოლო ცხოვრება მაინც თავის გასაკეთებელს მოითხოვს და ჩვენი სკოლის მოსწვლეების მიერ მოკრძალებულად აღინიშნა დედის დღე და 8 მარტი“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

ასევე ცნობიერების ამაღლების მიზნით, სკოლაში ჩატარდა დაუნის სინდრომის და აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების დღეებთან დაკავშირებით ღონისძიებები.

იხილეთ ფოტოები: 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება