სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მოსწავლე სკოლაში სიხარულით უნდა მოდიოდეს და არა, შიშით“- ქუთაისის N13 საჯარო სკოლის დირექტორი ელისო ირემაძე
06-04-2022
-
+


ბავშვის ღირსეულ მოქალაქედ ჩამოყალიბებაში, ოჯახთან ერთად სკოლა უდიდეს როლს ასრულებს. მოსწავლე სკოლის ასაკიდანვე ყალიბდება ისეთ ადამიანად, რომლის შეცვლაც დიდ ასაკში უკვე საკმაოდ რთულია - იგი მცირე ასაკში აღიჭურვება იმ უნარ-ჩვევებით, სამოქალაქო პასუხისმგებლობითა და პიროვნული ღირსებებით რაც მის ღირსეულ მოქალაქედ ჩამოყალიბებისთვის უმნიშვნელოვანესია. აქედან გამომდინარე, საინტერესოა, რა უნდა გააკეთოს სკოლამ და პედაგოგებმა იმისათვის, რათა ბავშვი ღირსეულ მოქალაქედ აღიზარდოს.

Etaloni.ge ამ მეტად მნიშვნელოვანი კითხვით ქუთაისის N13 საჯარო სკოლის დირექტორს, ელისო ირემაძეს დაუკავშირდა, რათა მისი აზრი გაეგო.

„ვფიქრობ, პედაგოგის მოვალეობა მხოლოდ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების დაძლევა არ არის. ახლანდელ პერიოდში ყოფიდან, ეკონომიკური და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე მშობლები შვილებს დაშორებულები არიან. აქედან გამომდინარე, პედაგოგმა დედის, მშობლის ფუნქციაც უნდა იტვირთოს, რათა ასწავლოს ის, რაც ცხოვრების გზის გასავლელად ბავშვს მომავალში დასჭირდება. სკოლამ, პედაგოგმა უნდა მოგამზადოს ბრძოლისთვის, რადგან ბავშვობის ასაკიდან გამოსვლისას ნახავს მოსწავლე, რომ სამყარო ისეთი არ არის როგორიც წარმოედგინა. ყოველდღიურად, როდესაც კლასში მასწავლებელი შედის ის უკვე ატყობს ბავშვს რა უჭირს და სხვადასხვა მეთოდებით შესაძლოა აჩვენო, რომ მისი დახმარება შეგიძლია. დირექციისგან კი ის არის საჭირო, რომ ბავშვმა იცოდეს სკოლა მისი მომავლისთვის არის. სკოლა არც დირექტორისაა არც პედაგოგების, არის მხოლოდ ბავშვებისთვის და აქ მათთვის უსაფრთხო გარემო უნდა იყოს. ყოველგვარი რელიგიური, პოლიტიკური თუ სხვა ფაქტორებისგან დაცლილ გარემოში უნდა ჩამოაყალიბოს სკოლამ თავისუფლად მოაზროვნე სრულუფლებიანი მოქალაქე. ჩვენთან მაგალითად, არც ერთი ლაბორატორია ან ტექნიკის ოთახი არ არის დაკეტილი. ბავშვმა იცის, თუ რაიმე დასჭირდება მისთვის ყველაფერი და ყველა პირობაა შექმნილი. მოსწავლემ სკოლაში თავი ისე უნდა იგრძნოს, როგორც საკუთარ სახლში. აქ სიხარულით უნდა მოდიოდეს და არა, შიშით“.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება