სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ბუნებაში შესაძლებლობები შეუზღუდავი და თავისუფალია, მთავარია მოტივი და მიზანი“ - ქობულეთის N6 საჯარო სკოლის გზავნილი მსოფლიოს
06-04-2022
-
+


ბადრი ბერანძის სახელობის, ქობულეთის N6 საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მოსწავლეებიც დიდი ინტერესით ერთვებიან სხვადასხვა საგანმანათლებლო შემეცნებით პროექტებში. განსაკუთრებით კი აღსანიშნავია, რომ სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა ინკლუზიურ სწავლებას. პედაგოგიური კოლექტივი, სკოლის ხელმძღვანელობასთან ერთად, ყველაფერს აკეთებს, რათა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეები, შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად  იყვნენ ჩართულები საგაკვეთლო პროცესებში.

ახლახან, ბადრი ბერანძის სახელობის, ქობულეთის N6 საჯარო სკოლაში ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სსსმ მოსწავლეებს  ჩაუტარდათ ინტეგრირებული გაკვეთილი  ბუნებასა და ხელოვნებაში. ბავშვებმა შეისწავლეს მცენარე, მისი აგებულება, ფორმა, ფერთა გამა, ფაქტურა.

„აქტივობაში ჩართული იყო  უსინათლო მოსწავლე, რომელმაც სხვადასხვა ზომისა თუ ფორმის  ქოთნებში შესანიშნავად , დამოუკიდებლად ჩარგო მცენარეები. გამოყენებული  იქნა სწავლების  ერთ-ერთი  სტილი სწავლა-კეთებით, შეხებით. სსსმ მოსწავლეები აქტიურად არიან  ჩართულნი ახალი სკოლის მოდელით სწავლებაში და ახორციელებენ ამა თუ იმ აქტივობას დასახული მიზნების შესაბამისად.
ბუნებაში შესაძლებლობები  შეუზღუდავი და თავისუფალია, მთავარია  მოტივი და მიზანი“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება