სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ტუბერკულოზის პრევენცია მაღალი რისკის ჯგუფებში“ - დილიკაურის საჯარო სკოლაში შემეცნებითი აქტივობა ჩატარდა
06-04-2022
-
+


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, დილიკაურის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სკოლის ხელმძღვანელობა, ადგილობრივ პედაგოგიურ საოგადოებასთან ერთად, ყველაფერს აკეთებს, რათა მოსწავლეები მხოლოდ ფორმალური განათლების მიმართულებით კი არ განვითარდნენ, არამედ აქტიურად იყვნენ ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში და მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა პროექტშიც.

მიიჩნევა, რომ მოზარდის სრულფასოვანი განვითარება და არსებული პოტენციალის სრული რეალიზება ხდება, მაშინ როდესაც ბავშვები თავს გრძნობენ ჯანმრთელად.ამ დიდი მისიის შესრულებაში მასწავლებელი მოვალეა სწორი, მართებული ინფორმაცია მიაწოდოს მოსწავლეებს მნიშვნელოვან საკითხებზე.

ამ მიზანს ემსახურებოდა დილიკაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საუბარი თემაზე „ტუბერკულოზის პრევენცია მაღალი რისკის ჯგუფებში“, რომელიც დაიგეგმა და განხორციელდა ბიოლოგიის მასწავლებლის - ნაილი ოდიკაძის ხელმძღვანელობით, პროექტ „ჯანსაღი ცხოვრების წესის“ფარგლებში;

„შექმნილი სლაიდები გვაძლევდა საშუალებას პასუხი ჰქონოდათ მოსწავლეებს კითხვებზე;

ა) როგორია სტატისტიკა ამ დაავადებით დაავადებულებების საქართველოში;

ბ) ტუბერკულოზი როგორც ინფექციური ანუ გადამდები დაავადება;

გ) ინფიცირების და დაავადების რისკი;

დ) რისკ-ჯგუფები;

ე) სხვა ტუბერკულოზი, ტუბერკულოზის პრევენცია;

ვ) სიმპტომები;

დროული გამოვლენა და ბოლოს კარგი მესიჯი - ტუბერკულოზით მკურნალობა საქართველოში უფასოა. სწორად ნამკურნალები ტუბერკულოზი განკურნებადია.

შეკრებაზე ბავშვებმა გაიხსენეს ლადო ასათიანის მეუღლისთვის, ანიკოსთვის მიწერილი წერილი აბასთუმნიდან და ლექსი, სადაც იმედს გამოთქვამდა, რომ ამ სენს დაამარცხებდა.

ასეთი შეხვედრები გაზრდის მოსწავლეთა თვალსაწიერს.ყურადღებით მოსმენაში დახარჯული დრო ერთგვარი ინვესტიცია და ეფექტური ურთიერთობის წინაპირობას წარმოადგენს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება