სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხაშურის N7 საჯარო სკოლის ეზოში მასშტაბური გარემოსდაცვითი აქტივობა ჩატარდა
06-04-2022
-
+


ხაშურის N7 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, სკოლის ხელმძღვანელობასთან ერთად, მუდმივად დგას საფუძვლიანი განათლების სადარაჯოზე; ასევე, ყველაფერს აკეთებენ, რათა მოსწავლეები ჩართულები იყვნენ სასკოლო ცხოვრებაში და მონაწილეობა მიიღონ გარემოსდაცვით ღონისძიებებში.

ეკოკლუბ „მწვანე ოცნებისა“ და მისი ლიდერი მასწავლებლის ინიციატივით, ხაშურის N7 საჯარო სკოლის ეზოში მასშტაბური გარემოსდაცვითი აქტივობა ჩატარდა.

მნიშვნელოვანია, რომ ეკოკლუბმა - Let's Do It საქართველოს მიერ გამოცხადებულ - მცირე გრანტების კონკურსში გამარჯვება მოიპოვა, რომლის ფარგლებშიც, პროფესიონალმა მხატვარმა სკოლის ეზოში მდებარე ბეტონის კედელი მოხატა თემაზე: „ადამიანი და გარემო!“

„სახალისო აქტივობები წარიმართა მოსწავლეების აქტიური ჩართულობით, თითოეული მათგანი სიმბოლური ნივთებით დასაჩუქრდა; მოეწყო დასუფთავების აქცია, სკოლის ეზოსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. სულ შეგროვდა 300კგ-მდე ნარჩენი. ასევე დაიგეგმა სამომავლო ღონისძიებებიც, კერძოდ, let's do it georgia სკოლას 25 ხის ნერგს გადასცემს, რომელსაც აპრილში დარგავენ“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება