სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლად მუშაობა მარტივდება - რა ცვლილებები იგეგმება კანონში
05-04-2022
-
+


მასწავლებლის მომზადება და პროფესიაში შესვლა მარტივდება - ეს უფრო მცირე დროში იქნება შესაძლებელი. ამასთან, პირებს, ვინც მასწავლებლის მომზადების უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას გაივლის, რომელიც 60 კრედიტს მოიცავს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კონკრეტული საგნის ან საგანთა ჯგუფის სწავლების უფლება ექნებათ - ცვლილებას „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც განსახილველად პარლამენტს წარედგინა.

მოქმედი კანონით, მასწავლებლის მომზადება ორი სახის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მეშვეობით ხდება: მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამით და მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამით.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის თანახმად, მასწავლებლის მომზადების პროგრამა ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისა და მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამისაგან დამოუკიდებელ, შესაბამის დარგობრივ სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას წარმოადგენს. აღნიშნული პროგრამის დასრულების შემდგომ მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი გაიცემა. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს აქვს. ამასთან, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 60 კრედიტს და არანაკლებ 1 სასწავლო წლის განმავლობაში ისწავლება.

რაც შეეხება მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამას, იგი არის შესაბამის დარგობრივ სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს - საგნების/საგნობრივი ჯგუფების მოდულს, მასწავლებლის მომზადების მოდულს, თავისუფალი კომპონენტების მოდულს, სასკოლო პრაქტიკისა და პრაქტიკის კვლევის მოდულს და რომლის სწავლის შედეგებიც ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მაგისტრატურის საფეხურის სწავლის შედეგებს შეესაბამება. მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფის განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭებით სრულდება. ამასთან, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა არანაკლებ 300 კრედიტს მოიცავს.

როგორც „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის ავტორები განმარტავენ, მასწავლებლის პროფესიაში შემსვლელთა მცირე რაოდენობისა და რიგ სფეროებში მასწავლებელთა ნაკლებობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია შემოღებულ იქნეს დამატებითი ინსტრუმენტი, რათა შესაძლებელი იყოს ბაკალავრიატის პროგრამის ფარგლებში მასწავლებლების მომზადება.

„აღნიშნული მიდგომის მთავარი დადებითი მხარეა მასწავლებლების მომზადება უფრო მცირე დროში, ვიდრე დღეს არის შესაძლებელი. ასევე, საგნის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულს ეზრდება დასაქმების არეალი. თუ პირი გადაწყვეტს მასწავლებლობას, მას აღარ მოუწევს დამატებითი პროგრამის გავლა“, - აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.

კანონის პროექტის ავტორი არიან პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი და მისი პირველი მოადგილე თამარ ტალიაშვილი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მოსწავლეებს ჩინეთში შეკერილი ფორმები ეცმევათ - სამინისტრო დეტალებზე

ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს

მანდატურების ფორმა იცვლება - მინისტრის ბრძანება ძალაშია

ანაზღაურება 3040 ლარია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნა 2 ივლისის ჩათვლით შეგიძლიათ

მასწავლებლის საგამოცდო ქულა ამ დოკუმენტში უნდა ჩაიწეროს - ბრძანება

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეები ერთთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ

სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები მოსწავლეებმა საინტერესო და შემეცნებითი ექსკურსიით დააგვირგვინეს

 

 

 

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება