სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თრიალეთის საჯარო სკოლა მოსწავლეებმა - ნატო ვანაძემ და გაგა ბოლქვაძემ ასახელეს
05-04-2022
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ თრიალეთის საჯარო სკოლაში ბევრი ნიჭიერი მოსწავლე სწავლობს, რომელთა თითოეულ მიღწევას სკოლა საზოგადოებას სიხარულით უზიარებს.

ამჯერად, მშობლიური სკოლა კიდევ ორმა მოსწავლემ - ნატო ვანაძემ და გაგა ბოლქვაძემ ასახელა.

ნატო ვანაძემ ევროპული განათლების პროგრამა „ნაუტილისში“ წარმატებას მიაღწია.

„ნაუტილუსმა“ ონლაინ ტესტური გამოცდები რვა საგანში ჩაატარა და ოთხასმა მოსწავლემ გამოცდები წარმატებით გაიარა. ნატო ვანაძე ისტორიის გამოცდაზე ოთხას წარმატებულთა შორის მეჩვიდმეტე ადგილზე გავიდა. მოსწავლეები დიპლომებით, ლეპტოპებითა და სხვ. დაჯილდოვდნენ.

ასევე, სკოლას წარმატება გაგა ბოლქვაძემ სპორტში მოუტანა, კერძოდ ბერძნულ - რომაული სტილით ჭიდაობაში ჩატარებულ საქართველოს ჩემპიონატზე.

პირველ, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ სიგელებით, მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.

სკოლის წარმატებულმა მოსწავლემ, გაგა ბოლქვაძემ კი 48 კგ. წონით კატეგორიაში მესამე ადგილი დაიმსახურა.

თრიალეთის სკოლის დირექცია ულოცავს მოსწავლეებს ამ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება