| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის სხვადასხვა სახის საინტერესო ტრენინგები ხშირად ტარდება, რომლებშიც სასკოლო საზოგადოება მუდამ ინტერესით მონაწილეობს.
ამჯერად, 31 მარტს ევროკავშირის დაფინანსებით გაეროს ასოციაციის ორგანიზებით მოძრავი სახალხო უნივერსიტეტის ფარგლებში სამღერეთის საჯარო სკოლაში ტრენინგები გაიმართა.
ტრენინგზე სოფლის განვითარების ძირითად ასპექტებზე და კარიერის დაგეგმვისა და მოხალისეობრივი საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ტრენერები - მურო თაკალანძე და ასლან ართმელაძე გახლდათ. ტრენინგში მოსწავლეები და პედაგოგები მონაწილეობდნენ.
მოძრავი უნივერსიტეტი - „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების“ (LINKS) პროექტის ფარგლებში ევროკავშირის European Union in Georgia დაფინანსებით, „საქართველოს გაეროს ასოციაციისა" (UNAG) და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" (OSGF), ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation მიერ ხორციელდება.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა