სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მაკულატურა არ არის ნაგავი!“ - თბილისის N142 სკოლაში IV კლასის მოსწავლეთა ინიციატივით, მწვანე კამპანია ხორციელდება
04-04-2022
-
+


თბილისის N142 საჯარო სკოლაში IVდ კლასის მოსწავლეების ინიციატივით მწვანე კამპანია - „მაკულატურა არ არის ნაგავი“ ხორციელდება, რომლის დევიზიც - „გავუფრთხილდეთ გარემოს და აღვადგინოთ მწვანე საფარი“ გახლავთ.

სკოლის თითოეული მოსწავლეს გათვითცნობიერებული აქვს, რომ გარემოზე ზრუნვა მეტად მნიშვნელოვანი და საჭირბოროტო საკითხია. მეოთხეკლასელების კლასის ხელმძღვანელი კი მაია ლაბუჩიძეა.

„თუ 1 ტონა ქაღალდის დასამზადებლად ჩვენ ვიყენებთ 17 ზრდასრულ ხის მასალას, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ერთი ზრდასრული ხე წელიწადში 4-6 ტონა ნახშირორჟანგს შთანთქავს და ამავე პერიოდში თითქმის ორჯერ მეტ ჟანგბადს გამოიმუშავებს. მაკულატურის გადამუშავება და ქაღალდის გონივრული გამოყენება პირდაპირ კავშირშია დედამიწაზე სიცოცხლის არსებობასთან. მოსწავლეთა მიერ შეგროვებული მაკულატურის სანაცვლოდ, სკოლის ეზოში კი ხეები დაირგვება. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა გააცნობიერონ, რომ მაკულატურა არ არის ნაგავი, გავუფრთხილდეთ გარემოს, აღვადგინოთ ტყე და ვაქციოთ ქაღალდი ხედ! მადლობა მეტად საჭირო და მნიშვნელოვანი ინიციატივისათვის IVდ კლასის მოსწავლეებსა და კლასის დამრიგებელს, ქალბატონ მაია ლაბუჩიძეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება