სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„უნდა დავანახოთ, რომ ისინი სასკოლო ცხოვრებისთვის საჭირონი არიან“- გოგაშენის საჯარო სკოლის დირექტორი მშობელთა კეთილგანწყობის მოპოვების შესახებ
01-04-2022
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენის საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ ნადირაძე მშობელთა კეთილგანწყობის აუცილებლობის შესახებ საუბრობს. 

მისი თქმით, როდესაც მშობელები დაინახავენ, რომ სკოლაში ყველაფერი თავიანთი შვილებისთვის კეთდება, სასკოლო ცხოვრებაში უფრო მეტად ჩაერთვებიან და გააქტიურდებიან. 

ეთერ ნადირაძე აღნიშნავს, რომ მოსწავლეთა მშობლები სკოლაში არამხოლოდ პრობლემების მოსაგვარებლად, არამედ მომავალი აქტივობების დასაგეგმადაც უნდა მიიწვიო და მათგან ინფორმაცია მიიღო.

„სკოლა მშობელსა და მასწავლებლებს აერთიანებს, რათა მათი ერთიანი ძალისხმევით მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებას ხელი შეუწყონ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მშობელთა აქტიური ჩართულობა სასკოლო ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანია. მშობლებს უნდა შევხვდეთ ხშირად, მოვიპოვოთ მათგან ინფორმაცია შვილების შესახებ. ისინი უნდა დავიბაროთ სკოლაში არამხოლოდ პრობლემების მოსაგვარებლად, არამედ მომავალი აქტივობების დასაგეგმად. შეიძლება მათგანაც მოვიპოვოთ ინფორმაცია რა ღონისძიების გამართვას ისურვებდნენ. უნდა დავანახოთ, რომ ისინი სასკოლო ცხოვრებისთვის საჭირო არიან. უნდა დავაკისროთ როლი, ყველა ღონისძიებას უნდა დავასწროთ. მათ კეთილგანწყობა უნდა დავანახოთ, ამით ნდობასაც მოვიპოვებთ. უნდა გავაცნოთ ჩვენი სკოლის თანამედროვე მიდგომები და ვასწავლოთ, თუ როგორ დაეხმარონ შვილებს. როდესაც მიხვდებიან, რომ ეს ყველაფერი მათი შვილებისთვის კეთდება, უფრო მეტად ჩაერთვებიან და აღარ იქნებიან პასიურნი“,- ამბობს სკოლის დირექტორი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება