სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დედაშვილობა“ - კაჭრეთის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეთა საინტერესო პროექტი
31-03-2022
-
+


გურჯაანის მუნიციპალიტეტის კაჭრეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის სხვადასხვა საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტები ხშირად ხორციელდება, რომელშიც მოსწავლეები მუდამ დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ.

სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა პროექტი - „დედაშვილობა“ განახორციელეს. მეხუთეკლასელების დამრიგებელი კი ლალა ბაცანაძე გახლავთ.

მოსწავლეებმა პროექტზე მუშაობის პროცესში სლაიდშოუ - „დედაშვილური სიყვარული მძლეთამძლეა“ შექმნეს, რომელიც ეკრანზე გადიოდა და პროექტის დასკვნით ღონისძიებას ფონად გასდევდა. შთამბეჭდავი იყო მოსწავლეთა მიერ დედებისადმი მიძღვნილი საკუთარი ხელით დამზადებული სამახსოვრო საჩუქრების გადაცემა.

„პროექტის აქტუალობიდან გამომდინარე, მხატვრულ კომპოზიციაში ერთმანეთს ერწყმოდა დედის როლი და დანიშნულება როგორც ისტორიულ წარსულში, ასევე დღეს. ამაღლებულად ჟღერდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სიტყვები - „დედანო, თქვენზე ბევრია დამოკიდებული, ისევ თქვენ უნდა გაუზარდოთ ბევრი შვილი საქართველოს“... ლექსს სიმღერა ცვლიდა, სიმღერას - ცეკვა, ცეკვას - ამ თემასთან დაკავშირებული ინსცენირებები მხატვრული ნაწარმოებებიდან. საინტერესო იყო როლური თამაში. არც მოხუცთა თავშესაფარში მყოფი დედები დაჰვიწყებიათ პატარებს და უმადურ შვილებს ხმამაღლა მიმართეს - „სანამ დროა მოვეფეროთ დედებს, თორემ მერე გვიან, გვიან იქნება“. პროექტში აქტიურად იყო ჩაბმული მშობელთა უმრავლესობა. მათ თავიანთი გამოსვლებით განსაკუთრებული ხიბლი შეჰმატეს საღამოს, საკუთარ შვილებთან ერთად შეასრულეს მხატვრული ნომრები. საღამოზე სითბოსა და სიყვარულთან ერთად იგრძნობოდა დიდი სევდა. მეექვსე კლასელებმა გამოხატეს სოლიდარობა და თანადგომა უკრაინელი დედებისა და უსახლკაროდ, ობლად დარჩენილი ბავშვებისადმი. ღრმა ტკივილის მომგვრელი იყო უკრაინული „იავნანას“ ფონზე წაკითხული ქართველი დედის მიმართვა შვილისადმი. პროექტის დასკვნითი ღონისძიება იყო მრავალფეროვანი, საინტერესო და ემოციური“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეომასალა:



 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

„რეპეტიტორიუმისთვის“ პედაგოგებს გადავამზადებთ - მინისტრის განმარტებები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება