სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სიყვარულითა და თანაგრძნობით სავსე სტრიქონები უკრაინელ მეგობრებს გულს გაუთბობს“- ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წერილები თანატოლებს
25-03-2022
-
+


ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უკრაინელ თანატოლებს წერილები მისწერეს. 

მოსწავლეებმა წერილები „გუგლის“ დახმარებით უკრაინულად თარგმნეს, ნათარგმნი ტექსტი ქართული წერილის მეორე გვერდზე დაწერეს და უკრაინაში გასაგზავნ ჰუმანიტარულ დახმარებას დაურთეს. 

მოსწავლეები ამ აქტივობამ ძალიან გაახარა, მათ წერილები უდიდესი სიყვარულით დაწერეს. 

ამის შესახებ ინფორმაციას მათი პედაგოგი ავრცელებს.

„ვიფიქრე, წერილები უკრაინულადაც უნდა გვეთარგმნა. როცა ამის შესახებ ბავშვებს ვუთხარი, მათ მიპასუხეს,
რომ გუგლის საძიებო სისტემის დახმარებით ამას თავადვე გააკეთებდნენ. და მართლაც ჩემს გაკვეთილზევე ქართულად დაწერილი წერილის მეორე მხარეს უკრაინული თარგმანიც მიაყოლეს.
გულისამაჩუყებელი იყო მათ მიერ უკრაინულ ენაზე პირველად გამოყვანილი ასოებით დაწერილის
ცქერა.
მერე წერილებისთვის კონვერტებიც აღმომაჩნდა, შიგ ჩავალაგეთ და სახელდახელო წარწერებიც გაუკეთეთ.
ვფიქრობთ, ეს სიყვარულითა და თანაგრძნობით სავსე სტრიქონები უკრაინელ მეგობრებს გულს გაუთბობს და ოდნავ შვებას მაინც აგრძნობინებს“,- წერს მოსწავლეების მასწავლებელი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება