სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლებთან და უმაღლესებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მიიღო - ბრძანება ძალაშია 
25-03-2022
-
+


განათლების ხარისხის განვითარების კანონში საქართველოს პარლამენტის, სალომე ზურაბიშვილი ბრძანებით ცვლილებები შევიდა. კანონს დაემატა რამდენიმე პუნქტი, რომლის მიხედვითავ განისაზღვრა პროგრამის აკრედიტაციის გადაწყვეტიების ტიპები, აკრედიტაციის ვადა, მისი გაუქმების პირობები და ა.შ.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ხელახალ აკრედიტაციაზე უარის თქმის ან აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში:

ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება აგრძელებს ამ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ავტორიზებულ რეჟიმში განხორციელებას;

ბ) მოსწავლე უფლებამოსილია სწავლა გააგრძელოს იმავე ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამაზე ან სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამაზე.

აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილება შეიძლება იყოს 4 სახის:

  • ა) აკრედიტაციის შესახებ;
  • ბ) პირობითი აკრედიტაციის შესახებ;
  • გ) აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ;
  • დ) აკრედიტაციის გაუქმების შესახებ.

საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის ვადა 7 წელია. საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც ცენტრს სააკრედიტაციოდ წარედგინა იმ კალენდარული წლის განმავლობაში, როდესაც აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის სფეროში კლასიფიცირებულ საგანმანათლებლო პროგრამებს ხელახალი აკრედიტაციის გავლა არ უწევს, აკრედიტაცია ენიჭება ამ საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის სფეროში კლასიფიცირებული საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მომდევნო ვადამდე.

საგანმანათლებლო პროგრამის პირობითი აკრედიტაციის ვადაა არაუმეტეს 4 წლისა. საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც ცენტრს სააკრედიტაციოდ წარედგინა იმ კალენდარული წლის განმავლობაში, როდესაც აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის სფეროში კლასიფიცირებულ საგანმანათლებლო პროგრამებს ხელახალი აკრედიტაციის გავლა არ უწევს, პირობითი აკრედიტაცია ენიჭება ამ საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის სფეროში კლასიფიცირებული საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მომდევნო ვადამდე, მაგრამ არაუმეტეს 4 წლისა.

საგანმანათლებლო პროგრამის პირობითი აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება არ შეიძლება მიღებულ იქნეს ზედიზედ ორჯერ.

ავტორიზაციის ვადის გასვლის ან ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში აკრედიტაცია უქმდება.

საგანმანათლებლო პროგრამის პირველი და ყოველი მომდევნო აკრედიტაციის შემთხვევაში აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება აკრედიტაციის დებულებით დადგენილი წესით, თუ საგანმანათლებლო პროგრამა სრულად ან/და მეტწილად აკმაყოფილებს აკრედიტაციის სტანდარტებს.

საგანმანათლებლო პროგრამის პირველი და ყოველი მომდევნო აკრედიტაციის შემთხვევაში პირობითი აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება აკრედიტაციის დებულებით დადგენილი წესით, თუ საგანმანათლებლო პროგრამა ნაწილობრივ აკმაყოფილებს აკრედიტაციის სტანდარტს.

აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება აკრედიტაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ცენტრისთვის ოფიციალურად წარდგენიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება