| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს მრავალფეროვანი აქტივობები მიეძღვნა.
სკოლის სააქტო დარბაზში მოსწავლეთა თვითმმართველობისა და ეკოკლუბის ინიციატივითა და დირექციის ორგანიზებით დაუნის სინდრომის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრა საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის იყო განკუთნილი.
დაუნის სინდრომის შესახებ სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელმა დარეჯან ჯიშკარიანმა ისაუბრა, მოსწავლეებმა მარიამ გახოკიამ, ინა ხელაიამ, მარიამ კუჭავამ და ქრისტინა უგლავამ საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს.
აღნიშნულ შეხვედრას სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე ესწრებოდა. მან აქტივობა დადებითად შეაფასა და პრეზენტატორებს საინტერესო მოხსენებისათვის მადლობა გადაუხადა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა