სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მიხეილ ჩხენკელმა 198-ე საჯარო სკოლა მოინახულა
24-03-2022
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თბილისის №198 საჯარო სკოლას ეწვია, სადაც სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო. მინისტრი სკოლის აღსაზრდელებსა და მასწავლებლებს შეხვდა და დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო.

მინისტრმა აღნიშნა, რომ 198-ე საჯარო სკოლა ყოველთვის გამოირჩევა სწავლა-სწავლების პროცესში თანამედროვე მიდგომების დანერგვისა და მოსწავლეებისთვის სხვადასხვა მხარდამჭერი ინიციატივების განხორციელების კუთხით, რაც მოზარდების საგანმანათლებლო პროცესში სრულყოფილ ჩართულობასა და მათთვის საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებას უწყობს ხელს. 

როგორც სკოლის დირექტორმა თეონა ყაჭეიშვილმა etaloni.ge-სთან განაცხადა, მიხეილ ჩხენკელი სწავლა-სწავლების პროცესში დაგეგმილ არაფორმალურ აქტივობებსაც დაესწრო. მოსწავლეების მიერ შექმნილი სუვენირები, ნახატები და მაგნიტური ფიგურები დაათვალიერა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პარაორკესტრის მუსიკალური შესრულებაც მოისმინა. 

„სკოლაში 208 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე სწავლობს. 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა რომელიც მსოფლიოში აღინიშნება. ეს არის დღე, როცა საზოგადოება უნდა გახდეს უფრო ტოლერანტული, ადეკვატური  და საშუალება რომ ჯანსაღი აზროვნება დამკვიდრდეს, როგორც სასკოლო გარემოში ისე საზოგადოებაში. სკოლაში ყველამ ერთდ აღვნიშნეთ ეს დღე და ეს არ იყო ღონისძიება ან ზეიმი, ეს იყო ჩვეულებრივი სასსწავლო დღე, როცა მინისტრი გვეწვია. ძალიან უშუალოდ შევიდა მოსწავლეებთნ კონტაქტში, დაესწრო აბსოლუტურად ყველა აქტიუვობას, მ აღ შორის არტთერაპიას, ბავშვებთან ერთად ჩაერთო აქტივობებში და ძალიან დაინტერესდა საბუნებისმეტყველო ლაბორატორიის მუშაობით, რომელიც წელს სამინსტრომ გადმოგვცა. რომლის საშალებითაც ძალიან მარტივდება სსმ მოსწავლეებისთვის ახალი მასალის ახსნა, ინფორმაციის მიწოდება...

მინისტი ასევე დაინტერესდა იმ სერვისებით, რომელსაც სკოლა სთავაზობს მოსწავლეებს. სკოლა არ არის მხოლოდ სასწავლო მიმდინარეობს დამატებითი მომსახუროებები, მეტყველების თერაპია მაგალითად, რომელსაც მინისტრიც დაესწრო. დაესწრო პარაორკესტრის მიერ ჩატარებულ კონცერტს. მოსწავლეებმა შეასრულეს, როგორც უკრაინული ისე ქართული ნაწარმოებები.

აღსანიშნავია, რომ მინისტრის მოსწავლეებს და ადმინისტრაციას დაპირდა, რომ წელს ზაფხულში სკოლაშ მოეწყობა სენსორული ოთახი. რომელსაც დიდი ხანია ველოდებით და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი იქნება,
სენსორული საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესო, სამუშაო და ამავდროულად თბილი ვიზიტი იყო“, - აღნიშნა სკოლის დირექტორმა.

სკოლასთან დაკაშირებით განათლების სამინისტროში აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია, რომ დისტანციური სწავლების პირობებში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების საგანმანათლებლო პროცესში სრულყოფილად ჩართვისა და მათი მხარდაჭერის მიზნით, სკოლა საგნობრივი კათედრის წევრების, სპეციალისტებისა და სპეციალური მასწავლებლების ჩართულობით ქმნის და სწავლა-სწავლების პროცესში იყენებს ილუსტრირებულ, ადაპტირებულ ალბომებს, პოზიტიური ისტორიების კრებულსა და სხვა ელექტრონულ რესურსებს.

თბილისის №198 საჯარო სკოლაში განათლებას იღებს და დამატებითი მომსახურებით სარგებლობს 200-ზე მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე. აკადემიური, კოგნიტიური და ფუნქციური უნარების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სკოლაში ფუნქციონირებს რესურსოთახი, ძერწვისა და ხატვის სახელოვნებო წრეები, ფსიქო-სოციალური და STEAM ლაბორატორია. სკოლა მოსწავლეებს არაერთ დამატებით მომსახურებას სთავაზობს, მათ შორის: მუსთერაპიას, არტთერაპიას, შრომისა და მეტყველების თერაპიას, სამკურნალო ფიზკულტურას, ინდივიდუალური ასისტენტის მომსახურებას, ფსიქოლოგის კონსულტაციას, ტრანსპორტირებასა და კვებას. 

სკოლა სრულად მორგებულია თითოეული მოზარდის საჭიროებაზე, მოწყობილია პანდუსები, ფუნქციონირებს სპეციალური ლიფტი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებმა ნერგები დარგეს და მწვანე მომავლის შექმნაში საკუთარი წვლილი შეიტანეს

პედაგოგმა ლუსინე თუმასიანმა მოსწავლეებს სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო, საზეიმო თუ შემოქმედებითი აქტივობები შესთავაზა

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება