სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მე ასეთი დავიბადე“ - თბილისის N62 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
22-03-2022
-
+


ჟიული შარტავას სახელობის თბილისის N62 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ.

სკოლაში ამჯერად, ისტორიის წამყვანმა პედაგოგმა, ეკა ტალახაძემ მე-9 კლასში პროექტი - „მე ასეთი დავიბადე“ განახორციელა. მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში საინტერესო და შემეცნებითი ონლაინ პრეზენტაცია გამართეს. აღსანიშნავია, რომ მეცხრეკლასელების დამრიგებელი მარინა ბარძიმაშვილი გახლავთ.

„ადამიანი იბადება, არ ირჩევს ოჯახს, არ ირჩევს სოციალურ ფენას, არ ირჩევს ეროვნებას, არ ირჩევს კანის ფერს, დიახ, ის ასეთად იბადება. ეს ყველაფერი შემდეგ იწყება, დაყოფა და უთანასწორობა საზოგადოების მახინჯი მხარეა. პროექტის თემა იყო აშშ-ს სამოქალაქო ომი და მონობის გაუქმება, ბრძოლა დისკრიმინაციის წინააღმდეგ. ისტორიის ფურცლების გაცნობამ მოსწავლეები გააოცა, ააღელვა და აღაშფოთა. მათ სიღრმისეულად შეისწავლეს მეოცე საუკუნის პრობლემა - კანის ფერით განსხვავებულობა: როზა პაქსის საქმე, მარტინ ლუთერის ბრძოლა სეგრეგაციის წინააღმდეგ და ნელსონ მანდელას ბრძოლა აპარტეიდის წინააღმდეგ. თემა მასშტაბური, თუმცა ძალიან საინტერესო იყო, მოსწავლეებმა გაიაზრეს მოვლენათა თანმიმდევრობა, პრობლემის არსი, წინააღმდეგობებისა და პროტესტის მნიშვნელობა. აღმოაჩინეს, რომ ამ ფაქტებმა სათავე დაუდო მსოფლიო ცვლილებებს, რომ დღეს ბოლომდე არ აღმოფხვრილა პრობლემა, თუმცა დიდი ნაბიჯებია გადადგმული, შეცვლილია საზოგადოების აზროვნება. მათი ონლაინ პრეზენტაცია საპროტესტო აქციას ჰგავდა. სლაიდებისა და ვიდეორგოლის საშუალებით მათ ჩვენამდე მოიტანეს სათქმელი: არა, უთანასწორობას! არა, ჩაგვრას. ჩვენი სკოლა უერთდება მათ პათოსს და მასწავლებელსა და მოსწავლეებს ულოცავს პროექტის წარმატებით განხორციელებას“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება