| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის ეზოში განთავსებულ სათბურში დარგულ სალათის ფოთლებს ეკოკლუბის წევრები დიდი პასუხისმგბელობით უვლიან.
მათ უკვე მიიღეს მოსავლი და გაზაფხულის პირველ დღეს პირველი მყიდველიც გამოუჩნდათ, რომლსაც პროდუქციასთან ერთად, 50%-ანი ფასდაკლების ბარათი გადასცეს.
სალათის ფოთლები სკოლის მასწავლებლებმა და სოფლის მოსახლეობამ შეიძინა.
ეკოკლუბის წევრები სალათის ფურცლების სასარგებლო თვისებების შესახებაც წერენ. გაყიდვიდან შემოსული თანხა სკოლის ეზოს გამწვანებას მოხმარდება.
„პირველ ეტაპზე, სალათის ფოთლიდან შემოსული თანხა მოხმარდება სკოლის ეზოს გამწვანებას, რადგან ახალი დიოკნისის საჯარი სკოლა ჩართულია ეკო სკოლების პროექტში და დაიწყო აქტივობების განხორციელება მწვანე დროშის მოსაპოვებლად. წარმატებები რეინჯერებს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას