სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მარელისის საჯარო სკოლის მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებს წარმატებით ასრულებენ
21-03-2022
-
+


ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და ამავდროულად მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

სკოლაში კომპლექსური დავალებები წარმატებით ხორციელდება, რომლებიც სასწავლო კურიკულუმის მიხედვით არის გაწერილი მიმდინარე სასწავლო წელს.

„კომპლექსური დავალებები მოსწავლეებში იწვევს ინტერესს, უფრო გააზრებული და შემოქმედებითი ხდება სასწავლო პროცესი. მოსწავლეებს უვითარდებათ მრავალფეროვანი უნარები, ხდება სასკოლო სივრცეში ნასწავლის ტრანსფერი, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა განვითარებას. ჩვენი სკოლის პედაგოგები მოსწავლეებთან ერთად აქტიურად არიან ჩართული ამ პროცესში და შედეგებიც სახეზეა. ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი, მრავალფუნქციური პროდუქტები შეიქმნა. მოსწავლეების მიერ განხორციელებული პრეზენტაციები საინტერესოს და მიზნობრივს ხდის სასწავლო გარემოს. იქმნება კომპლექსურ დავალებათა სასკოლო ბანკი, რაც მომავალში ხელმისაწვდომი იქნება ყველა პედაგოგისათვის. კომპლექსური დავალებების განხორციელება მშობელთა დაინტერესებას იწვევს და ინტენსიურად ერთვებიან სკოლის ცხოვრებაში.

აღსანიშნავია მეხუთე კლასში ქართულ ლიტერატურაში ვაჟა ფშაველას მოთხრობა - „იას“ მიხედვით შედგენილი წერილების პრეზენტაცია (პედაგოგი ირინა კუპატაძე). ძალიან საინტერესო და შემოქმედებითი წერილები წარმოადგინეს გონიერმა მოსწავლეებმა. წარმატებები მოსწავლეებს და პედაგოგს.

ისტორიაში პედაგოგის, ინგა ვეფხვაძის მიერ განხორციელდა კომპლექსური დავალება მე-9 კლასში. მოსწავლეების მიერ შექმნილ ეტრატებში ჩატეული იყო სამშობლოს თავისუფლებისა და სიყვარულის იდეა. ქართული სულის და ისტორიის ღაღადი. მეცნიერებისა და სულის შერწყმა და დღევანდელობის პარალელები.

საინტერესო „მოგზაურის დღიური“ შექმნეს მე-8 კლასელებმა ბიოლოგიაში პედაგოგის, ვერა ოდიკაძის მხარდაჭერით. კომპლექსური დავალებები განხორციელდა ხელოვნებაში (მე-6 კლასი, პედაგოგი მაკა ბუაჩიძე, მუსიკაში, მე-5 კლასი, პედაგოგი ლიანა ტარიელაშვილი, ბუნებისმეტყველებაში კლასი2, პედაგოგი ანა ჭყოიძე. ფიზიკურ აღზრდაში დაწყებით და საბაზო საფეხურზე, პედაგოგი გიორგი ჭყოიძე. მათემატიკაში, მე-5კლასი, პედაგოგი ნათია შარიქაძე, ფიზიკაში მე-8 კლასი, პედაგოგი მადლენა ნებიერიძე. კვლავ გრძელდება დაგეგმილი კომპლექსური დავალებების განხორციელება, რაც ძალიან საინტერესო და მრავალფეროვან დღეებს გვპირდება. წარმატებები ყველა მოსწავლეს და პედაგოგს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება