სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გაიცანით, თბილისის N143 სკოლის წარმატებული სპეცმასწავლებელი ნინო მჟავანაძე
18-03-2022
-
+


თბილისის N143 საჯარო სკოლის უფროსი სპეციალური მასწავლებელი ნინო მჟავანაძე მოსწავლეების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავს. 

როგორც პედაგოგი ამბობს, ცდილობს, რომ ყოველდღიურ გამოწვევებს გაუმკლავდეს და კომპლექსური მუშაობით ჯანსაღი გარემო შექმნას. 

როგორც პედაგოგი ამბობს, ამ ეტაპზე, სკოლაში ინტეგრირებული კლასი არ არის, მათ 21 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლე ჰყავთ. ნინო მჟავანაძის თქმით, მას მოსწავლეთა მშობლებთან თუ მეურვეებთან ყოველდღიური კონტაქტი აქვს, რადგან მათ ყველაზე კარგად იციან ბავშვების საჭიროებების შესახებ.

ნინო მჟავანაძე სწავლების მეთოდების შესახებ გვიყვება.

„თითოეულ ბავშვთან ინდივიდუალურად ვმუშაობ, მულტიმოდალურ მიდგომას ვიყენებ, რაც სხვადასხვა არხებით სწავლებას გულისხმობს, იქნება ეს სენსორული, სმენითი, განვითარების კუთხით მიმართული, რათა მათი კოგნიტური უნარები გაუმჯობესო. გარდა იმისა, რომ სამინისტროს წარმომადგენელი აფასებს თითოეულ ბავშვს, თუ რა შესაძლებლობები აქვთ მათ, ამ დასკვნის დაწერის შემდეგ, ჩვენ სპეცმასწავლებელები ყოველი წლის დასაწყისში ვაკეთებთ მსგავს შეფასებებს. ვაფასებთ, თუ რა შესაძლებლობები აქვთ იმ მომენტში მოსწავლეებს. რა საჭიროებები აქვთ. კარგად გამოვკვეთ და სწორედ ამის შესაბამისად ვადგენთ ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას. გეგმის განხორციელების პროცესში კი აქტიურ მონიტორინგს ვახორციელებთ. პირადად მე, თითოეული მოსწავლის პედაგოგებთანაც ვმუშაობ, ვაწვდი ინფორმაციას. იმისთვის, რომ მოსწავლეებმა სასწავლო პროგრამა უკეთ აითვისონ, განვიხილავთ რა შეიძლება შევცვალოთ და დავტოვოთ. აქტიურად ვთანამშრომლობთ მშობლებთან, მათი სურვილები და ხედვები ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყველაზე მეტი ინფორმაცია ბავშვების შესახებ სწორედ მშობლებს აქვთ. ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს იმ ადამიანებთან, ვინც ბავშვი აღზრდის პროცესშია ჩართული. გვაქვს მულტიმოდალური მიდგომა და სწავლების სხვადასხვა თანამედროვე და ეფექტური საშუალება, რასაც ტრენინგების საშუალებით ვეცნობი და ასევე, ჩვენს კოლეგებთან აქტიური ურთიერთობით“,- ამბობს ნინო მჟავანაძე.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება