| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თერმოსკრინინგის ვალდებულება 1 მარტიდან დაწესებულებებს ეხსნებათ, თუმცა განათლების სამინისტრომ განმარტა, რომ შეზღუდვების შემსუბუქება ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებებს, პროფესიულ სასწავლებლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს არ ეხება, შესაბამისად, ძალაში რჩება თერმოსკრინინგის, დეზობარიერებისა და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენების ვალდებულება, ასევე პირბადეების ტარების წესი.
როგორც სამინისტროში აღნიშნეს, გრძელდება მასწავლებელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა Covid-19-ზე სავალდებულო ტესტირება (ორჯერადად აცრილი მასწავლებლები კორონავირუსზე ორ კვირაში ერთხელ PCR ტესტით მოწმდებიან, ერთჯერადად აცრილი ან აუცრელი მასწავლებლები კი – კვირაში ერთხელ სწრაფი ანტიგენ-ტესტით).
ეხება თუ არა შეზღუდვების შემსუბუქება ბაღებს? - ამ კითხვით Etaloni.ge-მ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიმართა, სადაც გვიპასუხეს, რომ სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას არსებული რეგულაციების დაცვით განაგრძობენ და შეზღუდვების შემსუბუქება ჯერჯერობით არ იგეგმება.
ინფორმაციისთვის, 24 თებერვლის მდგომარეობით თბილისში 187 ბაღიდან სრულად დაიხურა 5 ბაღი და 34 ჯგუფი, ხოლო კორონავირუსი 52 თანამშრომელსა და 19 აღსაზრდელს დაუდასტურდა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა