სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლამდელები - skolamdelebi.ge

ბაღებს ახალი ვალდებულებები განესაზღვრათ - პრეზიდენტის განკარგულება ძალაშია
24-02-2022
-
+


ბაღების ავტორიზაციის შესახებ კანონმდებლობაში პარლამენტის მიერ განხორიელებული ცვლილებები პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შესაბამისი ბრძანებით დაამტკიცა, შესაბამისად ბაღებისთვის ავტორიზაციის გასავლელად განსაზღვრული ვადები და გარდამავალ პერიოდში (2030 წლამდე) გასავლელი პროცედურები უკვე ძალაშია.

გარდამავალ პერიოდში, მაგრამ არაუგვიანეს 2022 წლის 31 დეკემბრისა, საქართველოს მთავრობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით, დადგენილებით ამტკიცებს დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის, აგრეთვე დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებით წესს.

რა ვალებულებები ექნებათ გარდამავალ პერიოდში საჯარო და კერძო ბაღებს ავტორიზაციის  განსახორციელებლად:

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა დაწესებულებათა პირველადი რეგისტრაციის მიზნით არაუგვიანეს 2022 წლის 1 ივლისისა ქმნის შესაბამის ელექტრონულ სისტემას.

დაწესებულება, რომელიც 2022 წლის 1 ივლისამდე ახორციელებს საქმიანობას ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სახით და რომელსაც სურს ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტატუსის მოპოვება, ვალდებულია 2022 წლის 1 ივლისიდან 2023 წლის 1 იანვრამდე გაიაროს პირველადი რეგისტრაცია რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში,  შესაბამისად რეგისტრირებული დაწესებულება ვალდებულია ცენტრს არაუგვიანეს 2024 წლის 1 იანვრისა წარუდგინოს თვითშეფასება.

წარდგენილი თვითშეფასებების ანალიზის შედეგად ცენტრის მიერ მომზადებული წინადადების საფუძველზე არაუგვიანეს 2024 წლის 1 ოქტომბრისა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცდება ბაღების მიერ ავტორიზაციის გავლის განრიგი.

დაწესებულება, რომელიც 2022 წლის 1 ივლისამდე არ ახორციელებდა საქმიანობას ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სახით და რომელსაც სურს ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტატუსის მოპოვება, გარდამავალ პერიოდში ავტორიზაციას გაივლის დროებითი წესის შესაბამისად.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება