სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„განათლება და „ეტალონი“ ჩვენი მეგობარია“ - რუსთავის მერმა ინტელექტ-ჩემპიონატის მონაწილეებს წარმატებები უსურვა
26-02-2018
-
+


„ეტალონი“ მორიგ ინტელექტ-ჩემპიონატს ატარებს - დღეს „რუსთავის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

ღონისძიების დაწყებამდე „ეტალონის“ ავტორი და წამყვანი, გოჩა ტყეშელაშვილი, შემოქმედებით ჯგუფთან ერთად, რუსთავის N24 ქართულ გიმნაზიას ესტუმრა.

გოჩა ტყეშელაშვილმა 2016-2017 სასწავლო წლის „რუსთავის ეტალონ მოსწავლეს“, სოფო ქურდაძეს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი სიმბოლური საჩუქარი პირადად გადასცა.

ამ წუთებში კი ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი რუსთავის N5 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს. მასში რუსთავის სკოლებიდან გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობენ.

ღონისძიებას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, რუსთავის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მენეჯერი ვეფხვია გულედანი, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან.

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ინტელექტ-ჩემპიონატის მონაწილეებს მიმართა. მან თითოეულ მათგანს წარმატებები უსურვა. „განათლება და „ეტალონი“ ჩვენი მეგობარია“, - აღნიშნა რუსთავის მერმა.

დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს „რუსთავის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მიენიჭება და ის ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

„ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“.



















კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება